ანალიტიკა

ბრიტანეთის მიერ სომხეთისთვის და არმენ სარგისიანისთვის გადაგდებული  „ძვალი“

13.11.21 15:50


„სხვადასხვა კალათებში კვერცხის ჩადება“ არის ბრიტანული პოლიტიკის ძველისძველი პრინციპი. სწორედ ამის წყალობით ლონდონს შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება სხვადასხვა ქვეყანაში. „სომხურ პროექტში“ კი რომელსაც დიდი ხანია დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ კურირებს, არსებობენ ფიგურებიც, რომლებიც დიდი ხანია მასთან კავშირში იმყოფებიან. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომლის შესახებაც Kavkazplus-მა უკვე დაწერა სტატიაში „სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი არის სეპარატიზმისადმი გლობალური მოთამაშეების დამოკიდებულების „ინდიკატორი“. (https://kavkazplus.com/news.php?id=34473 )..

 

44-დღიან ომში დიდმა ბრიტანეთმა ფაქტობრივად არა მხოლოდ  „მორალურად" დაუჭირა მხარი   აზერბაიჯანს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ცნობილი თურქული დრონები "Bayraktar" მრავალი თვალსაზრისით იწარმოებოდა კანადური ნაწილებით და კანადის სათავეში კი კვლავაც ბრიტანეთის დედოფალია. ყოველივე ეს  აშკარა იყო სომხური ლობისთვისაც, ამიტომ სომხებში ანტიბრიტანული განწყობები გამძაფრდა.

 

თუმცა, დიდი ბრიტანეთი სომხეთში პოზიციების დაკარგვას არ აპირებს. ამიტომ, 44-დღიან ომში დანებებისთანავე, ერევანს ეწვია ლონდონში სომხური ინტერესების დიდი ხნის ლობისტი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ბარონესა ქეროლაინ კოქსი (იმ დროისათვის იგი 83 წლის იყო). მას სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უმასპინძლა. შესაძლოა, ჯერ კიდევ მაშინ შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი სომხეთს  „მორალურს“, მაგრამ მაინც „დარიგებას“ გაუწევდა, რათა ოდნავ გაენელებინა ყარაბაღში დამარცხების სიმწარე.

 

ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, დაპირებული „ძვალი“ ლონდონიდან ერევანში გადააგდეს. მანამდე მსგავსი „ძვალი“ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  ისროლა, როცა სიტყვა „გენოციდი“ ახსენა 1915 წლის 24 აპრილს მოვლენებთან დაკავშირებით, ახლა კი 2021 წლის 9 ნოემბერს  კანონპროექტი აღიარების შესახებ. ეგრეთ წოდებული "სომხების გენოციდი" პირველი მოსმენით მიიღო ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ.

 

ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ  სიხარულით გაავრცელა ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა Facebook-ზე:

 

„დღეს ისტორიული დღეა სომხურ საკითხთან მიმართებაში. „სომხების გენოციდის“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენისას არანაირი წინაღობა არ ყოფილა.

შემდეგი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 18 მარტს. მადლობას ვუხდით ტიმ ლოუტონს და პროექტის თანაავტორებს ამ წარმატებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კანონპროექტი წარმოადგინა კონსერვატორმა დეპუტატმა ტიმ ლოუტონმა, რომელიც ხელმძღვანელობს "გაერთიანებული სამეფო-სომხეთი"-ს საპარლამენტთაშორისო ჯგუფს და ქეროლაინ კოკსთან ერთად ითვლება დიდ ბრიტანეთში სომხური ინტერესების ყველაზე აქტიურ ლობისტად.

 

პროექტი სთავაზობს ბრიტანეთის მთავრობას, ოფიციალურად აღიაროს 1915-1923 წლების სომხების გენოციდი, დააწესოს მსხვერპლთა ხსოვნის დღეები და ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის სტიმულირება.

 

თუმცა, შესაძლოა ბრიტანეთის პარლამენტის მიერ სომხების "გენოციდის" აღიარება პირველი მოსმენითაც  დასრულდეს. პროსომეხი ლობისტები და თავად სომეხი ნაციონალისტებიც კი სკეპტიკურად უყურებენ კანონის მეორე მოსმენით მიღების ალბათობას.

 

ამდენად, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნის“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი კირო მანოიანი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ „გენოციდური“ კანონპროექტი მიღებულ იქნა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ძნელი სათქმელია, მიიღება თუ არა ის მეორე მოსმენით. პოლიტიკოსი გვახსენებს, რომ სულ ახლახანს მსგავსი რეზოლუცია შევიდა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეტშიც და იქ საქმე ჩიხში მოექცა.

 

„შესაძლებელია, რომ ორივე ქვეყანამ გადაწყვიტოს ამის ბერკეტად გამოყენება თურქეთთან მიმართებაში და შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კანონპროექტის მიღება [დიდი ბრიტანეთი] და რეზოლუცია [ისრაელში] ჩავარდეს.

საკითხავია რა ნაბიჯებს გადადგამენ ახლა ადგილობრივი სომხური საზოგადოებები და თავად სომხეთი წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა კირო მანოიანმა.

 

„გენოციდურ“ კანონპროექტს ასევე განიხილავენ ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატაში - ლორდთა პალატაში, სადაც ყველა  არ არის ისეთი "გულმხურვალე" თაყვანისმცემელი სომხეთისა, როგორიც კეროლაინ კოქსია.  მხოლოდ ლორდთა პალატის დამტკიცების შემდეგ შევა კანონპროექტი ძალაში, მაგრამ საქმე დიდი ალბათობით აქამდე არ მივა.

 

საერთოდ, სომეხ პოლიტიკოსებსაც და სომეხ ხალხსაც დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ - მითი „გენოციდის“ შესახებ, რომლისაც სჯეროდათ მათ მოსატყუებლად შეიქმნა. ეს მითი „დიდი სომხეთის“ მითთან ერთად სომხებს კატასტროფისაკენ უბიძგებს.

 

ასე რომ 44-დღიანი ომის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანმა მიიღო სრული აღიარება დასავლელი "პარტნიორებისგან" მიწების დაბრუნების კანონიერების შესახებ. და რა მიიღო სომხეთმა? მარცხი, დამცირება, კოლოსალური ადამიანური დანაკარგები და არაფრისმთქმელი „ნუგეში“ არა თუ "გენოციდის  აღიარებისა" შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან, არამედ მხოლოდ  მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა ოდესმე მომავალში აღიარონ ეს ყველაზე ცნობილი მითიური „გენოციდი“. ანუ მათ, ასე ვთქვათ „ძვალი დაუგდეს“.

 

თუმცა, თავად სომხეთში მითიური „სომხების გენოციდის“ ოფიციალურად აღიარებაც კი არაფერს მოგვცემს. განა  შეუძლია სიცრუეს 100 წლის წინანდელ მოვლენებზე, თუნდაც სხვა ქვეყნების პარლამენტების მხრიდან აღიარების შემთხვევაში, რაღაცნაირად მაინც დაეხმარება სომხეთის ეკონომიკას,  შეაჩეროს სომხეთის გაუკაცრიელება? ცხადია, არა!

 

სომხებს მეზობელ ერებთან შერიგება და თანამშრომლობა მართებთ. ხოლო რაც შეეხება 1915 წლის მოვლენებს, თურქეთი დიდი ხანია გვთავაზობს ყველა არქივის გახსნას და ამის ფხიზელი გონებით შესწავლას, ისტერიკისა და პროპაგანდისტული ბრალდებების გარეშე, რათა შერიგებამდე მივიდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სომხურ მხარეს არ სურს არქივის გახსნა. რატომ? ცხადია იმიტომ, რომ მითი „გენოციდის“ შესახებ, რომელზედაც სომხური ნაციონალისტური პროპაგანდაა დაფუძნებული, მთლიანად დაიმსხვრევა.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები