ანალიტიკა

ცრუპატრიოტ დავით თარხან-მოურავის თურქოფობია და ანტიაჭარული პროვოკაციები

11.10.16 14:25


ცნობილია, რომ ნებისმიერი პატრიოტი იბრძვის თავისი ქვეყნის ერთიანობისათის.

„პატრიოტი“, რომელიც ცდილობს თავისი ერი ცოცხლად დაანაწევროს და ამისათის პროვოკაციებზეც არ იხევს უკან, თავისი ქვენის მოღალატე და მტერია. მით უმეტეს, თუ საამისოდ იგი მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს მეზობელი ქვეყნის მისამართით, რომელიც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი გახლავთ.

ბოლო დროს აშკარა პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავი. ცოტა ხნის წინ რუსთავი-2-ის ეთერში მან იცრუა, თითქოს „თურქეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 33% ოკუპირება“, გარდა ამისა, მან დაადანაშაულა თურქეთის სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.

თარხან-მოურავის განცხადებით, „დღესდღეობით თურქეთი უზარმაზარი ძალისხმევის ფასად ცდილობს დაიპყროს აჭარა. თურქეთის ყოფილი პრემიერი აჰმედ დავუთოღლუმ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ღიად განაცხადა, რომ ოზურგეთი, ბათუმი და ახალციხე თურქეთის ნაწილებია და თურქეთი აპირებს ოსმალეთის იმპერიის აღდგენას და ამ ქალაქების მის საზღვრებში მოქცევას“.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონეს აჰმეტ დავუთოღლუს მიმართ, უნდა ითქვას, რომ დავით თარხან-მოურავი თავხედურად ცრუობს, მიაწერს რა დავუთოღლუს იმას, რაც მას არასოდეს უთქვამს. გთავაზობთ დავუთოღლუს სიტყვის ნაწყვეტს ბატუმთან დაკავშირებით, რომლითაც იგი საზოგადოების წინაშე 2013 წელს წარსდგა, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრობისას:

„გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზას და ბათუმს შორის.

ამჯერად, ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის- ოსმალური იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში. მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“ - ესაა დავუთოღლუს გამოსვლიდან ამონარიდი, რომლის ქართული თარგმანი „ობიექტივმა“ გაავრცელა.

საკითხავია, სად ჩანს აქ საქართველოს ტერიტორიების ხელყოფა? აჰმედ დავუთოღლუ, პირიქით, საუბრობს იმაზე, რომ ოსმალეთის იმპერიის ისტორიის ის გვერდი, როცა ბათუმი მის შემადგენლობაში შედიოდა, თურქეთმა უკვე „გადაფურცლა“. იგი აღნიშნავს, რომ თურქეთი დღეს რესპუბლიკად იწოდება და ცდილობს დაამყაროს კავშირები სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებთან მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების სასარგებლოდ.

ასევე შეგახსენებთ, რომ ამ გამოსვლაში დავუთოღლუმ მხოლოდ ბათუმი ახსენა, და არა ოზურგეთი და ახალციხე. გაუგებარია, თუ საიდან ასკვნის დავით თარხან-მოურავი, თითქოს თურქი პოლიტიკოსები პრეტენზიას აცხადებენ აღნიშნულ ქალაქებზე.

დავით თარხან-მოურავის საინფორმაციო წყარო ცნობილია. აჰმედ დავუთოღლუს მიერ გაკეთებული ზემოთ აღნიშნული განცხადება მაშინვე აიტაცეს სომეხმა ნაციონალისტებმა და დამახინჯებას მიჰყვეს ხელი, ამას თან დაურთეს რუქები, სადაც ბატუმი, ახალციხე და ოზურგეთი მონიშნული იყო, როგორც „თურქეთის საპრეტენზიო ზონაში“ შემავალი ქალაქები. სწორედ ამ ცრუ მოსაზრებებისა და დეზინფორმაციის საფუძველზე გამოთქვა დავით თარხან-მოურავმა თავისი ფანტასტიკური მოსაზრებები თურქეთის მხრიდან ქართულ მიწებზე გამოთქმული პრეტენზიების შესახებ.

შემთხვევითობას არ წარმოადგენს თარხან-მოურავის ამ პროვოკაციულ განცხადებაზე გაკეთებული გამოხმაურება საქართელოში თურქეთის ელჩის, ზეკი ლევენტ გიუმრუკჩუს მხრიდან.

მისი განმარტებით, განცხადება იმის შესახებ, თითქოს თურქეთი აპირებს აჭარისა და ბათუმის ტერიტორიების ხელყოფას, მან გასული წლის დეკემბერში მოისმინა, მას შემდეგ, რაც ჩამოგდებულიქნა რუსეთის თვითმფრინავი.

«...ბათუმიც და აჭარაც საქარტველოს შემადგენელი ნაწილებია და ცხადია, ეს ასეც დარჩება. სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ თურქეთს რაიმე სხვა მოტივი ამოძრავებს.

საუბარი იყო ჩვენი ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, თითქოს ჩვენ სურვილი გვაქვს აღვადგინოთ ოსმალეთის იმპერია და პრეტენზიას საქათველოს ქალაქებზე ვაცხადებთ. ამგვარი შინაარსის განცხადება არასოდეს გაკეთებულა. ყოფილმა პრემიერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო წარსული აკავშირებთ და იგი უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისათვის, ეკონომიკური ინტეგრაციის, პოლიტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების, ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთგაძლიერების მიზნით.

საქართელო და თურქეთი ორი ქვეყანაა, რომელიც საერთო ხედვას იზიარებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში», - განაცხადა ზეკი ლევენტ გიუმრუკჩუმ.

ზოგადად, თურქეთისა და აჭარლების მიმართ საკუთარი ამგვარი სკანდალური დამოკიდებულება დავით თარხან-მოურავმა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოხატა, როცა თბილისში გამართულ შეხვედრაზე სომხურ თემთან ამ პოლიტიკოსმა ღიად გამოხატა თავისი ისლამოფობიური და თურქოფობიული შეხედულებები. აი მისი მაშინდელი სიტყვები:

«ჩვენც გვყავს აჭარლები, ქართელი მუსულმანები, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მათ რომ ერთ მშენიერ დღეს განაცხადონ, რომ ქართველები არ არიან. თურქეთში არსებობს ვებ-გვერდი, სადაც წერენ, რომ აჭარლები არიან არა ქართველები, არამედ თურქთა შთამომავალნი. რაც შეეხება თურქ-მესხებს, ეს შერეული მოვლენაა: მათ შორის ქართველი მუსულმანებიც და თურქებიც არიან. მათგან უმეტესობამ მშვენივრად იცის საკუთარი ქართული სახელები და გვარები. ამათგან 80 ათასმა მიიღო მოქალაქეობა და ზუსტად იციან, რომქართელები არიან».

ბატონ თრხან-მოურავს შევახსენებთ, რომ მისგან განსხვავებით, თურქების უმეტესობა სულაც არ არიას რასისტი. გარდა ამისა, თავის დროზე, მას შემდეგ, რაც აჭარა რუსეთის იმპერიას შეუერთდა, დავით თარხან-მოურავის სათაყვანებელმა სომხებმა, რუსეთის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ, წამოიწყეს ძირძველი აჭარელი მოსახლეობის გამოსახლების კამპანია მათ მიერ მოწონებული ბათუმის რიგი რაიონებიდან.

ატიათასობით აჭარელი იძულებული შეიქნა გადასახლებულიყო, ან სულაც თავი შეეფარებინა ოსმალეთის იმპერიისათვის. აჭარელი დევნილების მეორე ტალღა წამოვიდა 1914- 1915 წლების მიწურულს, როცა აჯანყებული აჭარლების წინააღმდეგ სასტიკად მოქმედებდნენ სომეხი ტერორისტები. აჭარელ დევნილთა პირველიც და მეორე ნაკადიც თურქებმა შეიფარეს.

თუკი იმ დევნილთა შთამოავლები თურქეთის პატრიოტებად თლიან თავს და თურქების გვერდით ცხოვრობენ, მაშნ გასაგებია, თუ რატომაც თვლიან თურქები მათ საკუთარი ერის ნაწილად, მიუხედავად მათი არათურქული წარმომავლობისა. განა რა არის ამაში ცუდი? განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ხალხისადმი, რომელთაც უყვართ შენი ქვეყანა, ამგვარ მოპყრობას სწავლა სჭირდება და არა მუდმივი ქილიკი და ხელის კვრა „არასწორი“ წარმომავლობის გამო.

ბატონი თარხან-მოურავის რასიზმი იქაც ვლინდება, როცა იგი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს ისეთი ეთნოგრაფიული ჯგუფის არსებობაზედ, როგორიცაა თურქი-მესხები და მათი აღრეული თურქულ-ქართული (ან ქართულ-თურქული) წარმომავლობა.

თუკი დავით თარხან-მოურავს ასე აწუხებს „რასობრივი სიწმინდის“ საკითხები, ხომ არ ჯობდა პრობლემის მოგვარება საკუთარი თავიდან დაეწყო? თვით მისი გვარი ხომ თურქული წარმოშობისაა? სიტყვა „თარხანი“ თურქებში დიდგვაროვნულ წოდებაზე მიანიშნებს.

თარხან-მოურავი შესაძლოა თავისივე აგორებული თურქოფობიის მსხვერპლი გახდეს, თავისივე მიმდევრების მხრიდან, თუკი ისინი, ღმერთმა დაგვიფაროს, გაიზიარებენ ამ პოლიტიკოსის რასისტულ ბოდვასა და მისი სომეხი ნაციონალისტი მეგობრების „მეთოდებს“, როგორც „სამოქმედო სახელმძღვანელოს“, და დაიწყებენ გვარების მიხედვით „თურქული სისხლის“ პროცენტულობის გამოვლენას.

სხვათა შორის, რადგან ბატონმა დავითმა თავადვე წამოიწყო საუბარი მესხების შესახებ, უპრიანი იქნება, მას შევახსენოთ იმის შესახებ, რომ შუასაკუნოვან მესხეთშ, ანუ სამცხის სათავადოში ატარებდნენ ათაბაგების თურქულ ტიტულს და სახელმწიფოსახ ასე უწოდებდნენ „სამცხე-საათაბაგო“. ასე რომ, აქაც საკმარისად იგრძნობოდა თურქული გავლენა.

ბატონ თარხან-მოურავს, ეტყობა, შიში იპყრობს, რომ აჭარლები უარს იტყვიან ქართულ წარმომავლობაზე. თუმცა, თუკი კვლავაც გაგრძელდება ისლამოფობია, თურქოფობია, იმ ოსმალეთის იმპერიის დემონიზაცია, სადაც თავი შეაფარეს რუსებისაგან და თარხან-მოურავის მეგობარი სომხებისაგან დევნილმა აჭარლებმა, უარესის მომსწრენის შეიძლება გავხდეთ. სინამდვილეში, დავით თარხან-მოურავი თავისი ამგვარი ხასიათის განცხადებებით მხოლოდ ქართელი ერის დაქუცმაცებას ემსახურება.

რაც შეეხება მის პროვოკაციულ განცხადებებს „თურქეთის მხრიდან აჭარის ხელყოფის“ თაობაზე, შეგახსენებთ, რომ აჭარა უშუალოდ ემიჯნება საქართველოს მთავარ საგარეო ეკონომიკურ პარტნიორს, სადაც ასევე ქვეყნის მთავარი პორტია განთავსებული.

გასაკვირი იქნებოდა, რომ აქ არ ჩამოსულიყვნენ თურქი ბიზნესმენები და ინვესტორები და არ ქონოდათ საკუთარი საქმიანი ინტერესები. მაგრამ ამას „დაპყრობად“ ხომ არ ჩავთვლით? ეს მსოფლიოში აპრობირებული ბიზნესმენებისა და ინვესტორების მუშაობაა მოსაზღვრე ტერიტორიაზე, თანაც თურქი საქმოსნების წილი უფრო მეტია, ვიდრე ქართელებისა აჭარაში ან სომხურისა-სამცხე-ჯავახეთში (სხვათა შრის, სომეხი საქმოსნებიც ხშირად სტუმრობენ აჭარას და აქტიურად ცდილობენ მის „ათვისებას“).

სომეხატ აქტიურობა ასევე შეინიშნება საქართელო-სასომხეთის საზღვართან ახლოს, ბორჯომის რაიონში, სადაც ტაბაწყურის უნიკალური ტბა 2010 წელს სიმბოლური თანხის სანაცვლოდ, 1832 ლარად გრძელვადიანი ქიით აიღო სასომხეთის პარლამენტის დეპუტატმა ვარდან აივაზიანმა. სომეხი დროებითი მესაკუთრის თვითნებობით აღშფოთებულნი არიან თავად სომხებიც, რომლებსაც სომეხი დეპუტატი თევზაუბის უფლებასაც არ აძლევს და ამით მათ ოჯახებს საარსებო წყაროსაც ართმევს.

რატომ არ არაშფოთებს დავით თარხან-მოურავს მისი სამშობლოს ბუნებრივი რესურსების ამგვარი მითვისება მეზობელი ქვეყნის პარლამენტის წევრის მიერ, თანაც იმ ქვეყნისა, რომლის ნაციონალისტები დაუფარავად აცხადებენ პრეტენზიებს ქართულ მიწებზე, რომლებსაც „ძირძველ სომხურ ჯავახკს“ უწოდებენ. თუმცა, ამგვარი ფაქტები, ეყობა, საერთოდ არ აღელვებს ბატონ დავითს.

საქართელოს ამომრჩეველმა უნდა შეიგნოს, რომ დავით თარხან-მოურავის მსგავსი პოლიტიკური მოღვაწეები ქვეყნისათის მხოლოდ უბედურების მოტანნი არიან. თუმცა, წინასაარჩევნო მონაცემების თანახმად, „მესამე ძალის“ როლის მორგება, რომლისკენაც ასე მიილტვის თარხან-მოურავის პარტია, მას ნამდვილლად არ უწერია. მიუხედავად, ამისა, მას მაინც შეუძლია პარლამენტში მოხვდეს, თუკი ხელს მიჰყოფს „კოალიციურ ინტრიგებს“ და გააგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.


KavkazPlus

წაკითხულია : 1981


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები