პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ფორმატში ნატოში ჩვენი ინტეგრაციის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილი გაჟღერდა

16.11.21 10:30


ჩვენ არამარტო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე მივიღეთ მხარდამჭერი გზავნილი, არამედ ერთმა დელეგაციამ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზეც ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტისას გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ევროკავშირის ფორმატში ნატოში ჩვენი ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული გზავნილიც გაჟღერდა. ეს ალბათ დღევანდელ დღესაც ეხმაურება, რადგან ნატომ საქართველო და უკრაინა მიიწვია მინისტერიალზე განსხვავებულ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად.

 

მთლიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. სამუშაო კიდევ არის და ვეცდებით, რომ დარჩენილ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს გზავნილები და საბოლოო სახით დეკლარაციას ის ფორმა და შინაარსი მიეცეს, რაც ჩვენთვის იქნება სასურველი“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები