მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

17.11.21 10:45


სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle  იუწყება. 

 


13, 14 და 15 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ერევნის ინფორმაციით, მისი მხრიდან 15 სამხედრო დაიღუპა და 12 ტყვედ ჩავარდა. აზერბაიჯანი ორი დაჭრილი სამხედროს შესახებ იუწყება.

 

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით გაფორმდა. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

 

მხარეებმა დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები