ეკონომიკა
17.11.21 14:00
საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდი შექმნილია ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი 20 წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველიზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი გარდაიქმნა წარმატებულ კომპანიად.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯონათან თაუერიინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინვესტიციო კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.
„ამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა შექმნილიყო და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ასე რომ, ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე - იქმნება 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ამ ახალ ინიციატივაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგია, რომ კერძო ინვესტორები ინვესტორები ინტერესდებიან ჩვენი სტარტაპების არა მხოლოდ გარედან დაფინანსებით, არამედ უკვე საქართველოში ქმნიან პირველ, ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ ინიციატივაში და უფრო აქტიურად დააფინანსებენ ჩვენს სტარტაპებს. ინოვაციების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში და მიხარია, რომ ამერიკელი ინვესტორები ასე აფასებენ ჩვენს მისწრაფებასა და წარმატებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.
„კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში.
ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ქართველი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24