ანალიტიკა

ითრევს თუ არა სომხური ლობი რუსეთს ომში საქართველოს გავლით?

17.11.21 17:40


2021 წლის 16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას მეტად სერიოზული გეოპოლიტიკური კონტექსტი აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროვოკაციამდე ერთი დღით ადრე, რომელსაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვებოდა, 2021 წლის 15 ნოემბერს სომხეთში სასწრაფოდ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი და „ულტრადასავლური სოროსელი“ სურენ პაპიკიანით ჩაანაცვლეს არშაკ კარაპეტიანი, რომელმაც უკვე დაამყარა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან.

 

პროვოკაცია "საათის მექანიზმივით" გამართულად შესრულდა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს „საზღვრების  გასწორება“, შევიდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  მიიღეს „პასუხი“, დაკარგეს სულ მცირე 15 ადამიანი, 12 პატიმარი და დატოვეს სამხედრო ტექნიკა და იარაღი ალაფად.

 

ამასთან, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, ვისი ბრძანება შეასრულეს თავდაპირველად სომეხმა სამხედროებმა - მოქმედი თავდაცვის მინისტრისა თუ უკვე გადამდგარისა (რომელიც მანამდე მოსკოვში იმყოფებოდა 10 ნოემბერს).

 

2021 წლის 16 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ სომხეთმა დახმარებისთვის მიმართა რუსეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტში.

 

“მას შემდეგ, რაც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას თავს დაესხნენ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა სომხეთსა და რუსეთს შორის 1997 წელს დადებული შეთანხმების ფარგლებში”.– ამის შესახებ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ ეს არის ზეპირი მიმართვა, მაგრამ ის მოსკოვს წერილობით გადაეგზავნება და ასევე მიუთითა 1997 წლის ორმხრივ შეთანხმებაზე.

 

სამხედრო დახმარების მიღების შესახებ დამაზუსტებელ შეკითხვაზე გრიგორიანმა დადებითად უპასუხა. თუ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით ვერ მოგვარდება, მაშინ ერევანი მოსკოვს სამხედრო დახმარების გაწევას სთხოვს განმარტა მან.

 

საუბრისას არმენ გრიგორიანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ დაეხმარებიან სომხეთს, მაშინ ფაშინიანის მთავრობას მოუწევს სამხედრო დახმარება სთხოვოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, იგულისხმება  შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ნატოს სხვა რამდენიმე წევრი (რა თქმა უნდა, თურქეთის გარდა). ეს მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელზეც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ყურადღება გაამახვილა, რატომღაც არ გავრცელებულა რუსულ მედიაში.

 

სომხეთის ხელისუფლება რუსეთს პირდაპირ უყენებს ულტიმატუმს: „ან თქვენ იბრძვით ჩვენთვის, ან ჩვენ აღარ ვართ თქვენი მოკავშირეები“. და ამით აიძულებს რუსეთს რადიკალური და მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს.

 

რუსეთისათვის საქმე სერიოზულ იერსახეს იღებს. ფაშინიანს, რომელიც თავისი დასავლელი „ბატონების“ დავალებას ასრულებს, აშკარად სურს რუსეთის ფედერაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რაც შეიძლება მალე გამოაგდოს და არც პროვოკაციებზე აცხადებს უარს. მაგრამ რევანშისტები, რომლებიც "რუსული ხიშტების" იმედად არიან, ასევე მზად არიან შანსი გამოიყენონ.

 

ცხადია, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს არ სურთ რუსეთში დასავლეთის ნამდვილი მტრებისათვის  ბრძოლა. თუმცა, არსებობს  დიდი "მაგრამ".

ფაქტობრივად, თავად რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლებაში სომხური ლობია.

პრეზიდენტი პუტინი ბოლო დროს "თითქმის არ ჩანს" და ქვეყანაში ყველა საკითხს, როგორც ჩანს ორი სომეხი წყვეტს: პრემიერ მინისტრი მიშუსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვ-კალანტაროვი.

 

პრორუსულ სომხურ ლობს შეუძლია მკაცრად დასვას საკითხი ერევნის წინაშე - რუსეთი იბრძოლებს სომხეთისთვის, მაგრამ არა ფაშინიანის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ამგვარად, მიშუსტინს და კალანტაროვს იმედი აქვთ, რომ ერთი დარტყმით მოაგვარებენ ორ პრობლემას - სომხეთის ხელისუფლებაში ქოჩარიანის მეთაურობით რევანშისტების დაბრუნებას და სომხების ექსპანსიის აღდგენას უცხო ტერიტორიებზე. ცხადია, რუსული იარაღით.

 

შესაბამისად, შემთხვევითი არ არის ის, რომ 16 ნოემბრის საღამოს ოპოზიციურმა ბლოკმა „სომხეთი“, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით, სომხეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამხედრო დანაკარგებში და აზერბაიჯანის წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობაში ადანაშაულებდა და მისი გადადგომა მოითხოვა. ხოლო ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას რევანშისტების აზრით „უნდა მოჰყვეს ყველა ქმედუნარიანი ძალის გაერთიანება, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და სომხეთის საგარეო და შიდა პრობლემების გადაჭრის პოლიტიკის უზრუნველყოფა“.

 

მეორეს მხრივ ფაშინიანი და პაპიკიანი აშკარად ემზადებოდნენ ვითარების  ამგვარი „შემობრუნებისთვის“ და დაუფარავად სურთ, რომ საბოლოოდ „შეცვალონ მეპატრონე და მოკავშირე“ სომხეთისთვის. ისევ და ისევ ამ მიზნისთვის ისინი „დიდ ომზეც“ თანახმა არიან.

 

აქ კი მოვლენები შესაძლებელია ყველაზე მოულოდნელი სცენარით წარიმართოს.

ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთის ომში ჩართვის ნებისმიერი ვარიანტი დაუყოვნებლივ წამოჭრის საქართველოს გავლით „სამხედრო დერეფნის გარღვევის“ საკითხს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 658


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები