პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

19.11.21 10:30


პარლამენტის პლენარული სხდომა, 19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოსმენით განახლდება.

 

ზალკალიანი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა, სადაც უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

იქნება პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები.

 

18 ნოემბერს, “მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები