პოლიტიკა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შესახებ წერს

22.11.21 18:00


გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შესახებ წერს.

 

სტატიის ავტორი საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნების კონტექსტში აშშ-ის ხომალდების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, ის 2021 წლის 9 ნოემბერს, ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდების შემოსვლისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გემზე სტუმრობის შესახებ საუბრობს.

 

„აშშ პარტნიორებისთვის რეგიონში საზღვაო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს.

საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, აშშ-ის მეექვსე ფლოტმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ამ თვის დასაწყისში უმასპინძლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ქვეყანაც დამოკიდებულია აშშ-ს საზღვაო წვრთნებზე მას შემდეგ, რაც მისი საზღვაო ფლოტი 2008 წელს რუსეთმა გაანადგურა“, – აღნიშნულია გამოცემის მიერ.

 

სტატიაში ასევე მოყვანილია ციტატა საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე გაკეთებული განცხადებიდან: „საქართველო იზიარებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას და შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების მნიშვნელობას“.

 

აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორი ხაზს უსვამს შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები