პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ანალიზები კარგი მაქვს, სისუსტე დავამარცხე

23.11.21 11:15


პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

 

“სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, “ბასეინში წყალიც ჩამისხეს”.


დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…
დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან.


მადლობა “ნიუ ჰოსპიტალს”, – წერს ხოშტარია.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები