პოლიტიკა

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივები მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს“ - მიხეილ სარჯველაძე

23.11.21 12:20


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ სამივე ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრს ეთანხმება. 

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივები, რომლებიც ეხება აზარტულ თამაშებს, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებასა და ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვების გამკაცრებას, დადებით შეფასებას იმსახურებს.

 

„მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, მისასალმებელია. სამივე ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრს ვეთანხმებით. ითქვა კიდეც გუშინ, რომ ინიციატივები მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს და იდეები  სწორად უნდა იყოს  განხორციელებული. ამ იდეების კონკრეტული რეალიზების პროექტები, რა თქმა უნდა, მალე შეიქმნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

 

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

 

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები