საზოგადოება

გიორგი ღიბრაძემ განმარტა, ვის მიენიჭება მწვანე სტატუსი

24.11.21 14:40


მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე, - ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

 

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

მან ასევე განმარტა, სად იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა.

 

„სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა - ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები