პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

25.11.21 15:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლად მოვლენილ მრჩევლებთან – ნეჯმეთინ აქჩასა და ნეჯმი ინჯესთან შეხვედრა გამართა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მხარეთა შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

 

შეხვედრის მონაწილეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები