პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე მივიდნენ

25.11.21 15:40


აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე მივიდნენ.

 

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს.

 

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მათ არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლის ფაქტს გამოიძიებენ. მისივე თქმით, გამოკითხვაზე დაბარება ფორმალური პროცედურაა და სხვა არაფერი.

 

"გამოკითხვა ფორმალური იქნება, ჩვენ ვიცავთ კანონს და მივდივართ. დავით რიჟვაძის საქმეზე ისევ მასთან (დავით რიჟვაძესთან) მივდივართ გამოკითხვაზე.

 

ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ, როგორ ფიქრობთ დავით რიჟვაძე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მამაა და შსს-ს მაღალჩინოსანი, საკუთარ თავს დაიჭერს? სამმართველოში ფორმალობის მიზნით მივდივართ. ერთს ვიტყვი, რომ მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად მალე დადგება. გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს აქციაზე შევიტყვეთ, რომ სამმართველოში ვიყავით დაბარებული. აუცილებლად წარვუდგენთ მტკიცებულებად იმ აუდიო ჩანაწერს",- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები