ანალიტიკა

ირანი, ეკო და ზანგეზურის დერეფანი

29.11.21 10:00


სოჭში გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მეთაურთა ერთობლივი დეკლარაცია გამოცხადდა კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ, აშხაბადში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციების (ECO) სამიტი გაიმართა, სადაც ქვეყნებს  წარუდგინეს ზანგეზურის დერეფანი.

 

შეგახსენებთ, რომ ECO-ს წევრები არიან აზერბაიჯანი, ავღანეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, თურქეთი, უზბეკეთი. როგორც ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ECO-ს ქვეყნები, რომელთა საერთო მოსახლეობა 500 მილიონი ადამიანია ამავე დროს  ისინი  ფლობენ მსოფლიოს ენერგეტიკული რესურსების მესამედს.

 

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რესურსების უსაფრთხო მიწოდების საკითხი მსოფლიოს სხვა რეგიონებში ECO-ს პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, ახალი სატრანზიტო დერეფნების შექმნა და კომუნიკაციების განბლოკვა შესაძლებელს გახდის მის წარმატებით მოგვარებას.

 

სამიტის მთავარი მოვლენა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის არსებითად „წარმოდგენა“ გახლდათ.

 

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ზანგეზურის დერეფანი რეალობად იქცევა. ეს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გახდება აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ”- თქვა ილჰამ ალიევმა კვირას, 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) წევრი ქვეყნების ლიდერების მე-15 სამიტზე..

 

ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ეკო ქვეყნები გამოიყენებენ ზანგეზურის დერეფნის შესაძლებლობებს.

 

„ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ბოლო სამიტზე ჩემს კოლეგებს ვაცნობე ზანგეზურის დერეფნის შესახებ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ზანგეზურის დერეფანი რეალობად იქცევა. ეს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გახდება აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების მნიშვნელოვანი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ECO-ს წევრი ქვეყნები გამოიყენებენ ამ დერეფანს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამჟამად ახორციელებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთთან 44 -დღიანი ომის შედეგად სომხური ოკუპაციისგან განთავისუფლებული ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღსადგენად.

 

„ოკუპაციის დროს ამ ტერიტორიებზე ყველა ქალაქი და სოფელი განადგურდა.  ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი სამუშაოები გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისთვის, არის პირველადი შედეგები. ყველა ეს სამუშაო ფინანსდება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ. 2021 წელს ამ მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი დოლარი გამოიყო და 2022 წელს სულ ცოტა იგივე თანხა გამოიყოფა“, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურმა.

 

ზანგეზურის დერეფანი, ევრაზიის სხვა ახალ სატრანსპორტო პროექტებთან ერთად, ახსენა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშხაბადში ECO-ს სამიტზე გამოსვლაში. მისი თქმით, ეს პროექტები პირველ ეტაპზე დააკავშირებს მთელი რიგი ქვეყნების 500 მილიონზე მეტ ადამიანს საერთო ფართობით 8 მილიონი კვადრატული კილომეტრი და მისცემს სავაჭრო ბრუნვას 100 მილიარდ დოლარზე მეტი. შემდეგ ეტაპზე, შეუერთდებიან რუსეთი და ჩინეთი, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებელს რამდენჯერმე გაზრდის.

 

ზანგეზურის დერეფანი აუცილებელია არა მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებისთვის.

რეალურად,  ამით შესაძლოა  ირანიც იყოს დაინტერესებული ეკონომიკურად.

 

ცხადია, თუ ირანი სიტყვებით არ თამაშობდა, არამედ მართლა იცავდა მუსლიმებს და ისლამურ ფასეულობებს, ყველაზე მეტად უნდა მისალმებოდა ყარაბაღის გათავისუფლებას. შემთხვევითი არ არის, რომ თავის გამოსვლაში ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა შემდეგს:

 

„... ოკუპაციის დროს სომხეთმა მიწასთან გაასწორა ამ ტერიტორიებზე ყველა ქალაქი და სოფელი, მათ შორის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლები.

ყველა მუსლიმის მიმართ შეურაცხყოფისა და სიძულვილის მოტივით,  სომხეთმა გაანადგურა და შეურაცხყო ყველა მეჩეთი,  ღორებისა და ძროხების სადგომად აქცია ისინი. ოკუპაციის დროს ამ ტერიტორიებზე არსებული 67 მეჩეთიდან 65 მთლიანად განადგურდა, ხოლო დანარჩენი ორი მეჩეთი სერიოზულად დაზიანდა.სასაფლაოებიც დაარბიეს...“

 

თუმცა, ირანის ერევანთან და სომეხ ნაციონალისტებთან თანამშრომლობამ ცხადჰყო, რომ მიუხედავად დეკლარაციებისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა „სულიერი საკითხებით“  ნამდვილად არ არის დაინტერესებული.

მაგრამ ირანის ხელისუფლება ცდილობს ყველგან გაითვალისწინოს ეკონომიკური საკითხები და ხელიდან არ გაუშვას სარგებელი. 

 

 

ირანი ეკონომიკურ და პოლიტიკურ სირთულეებს განიცდის. სულ ახლახან აქ რეგულარულად იმართებოდა საპროტესტო აქციები უპრეცედენტო გვალვასთან და უწყლობასთან დაკავშირებით. ამის გამო ქვეყნის სოფლის მეურნეობა ზარალდება და ათასობით ფერმერი კოტრდება. თუ ადრე წყლის დეფიციტის გამო პროტესტი იმართებოდა არაბებით დასახლებულ პროვინცია ხუზესტანში, ახლა ფერმერების პროტესტებმა დაიპყრო "ყველაზე სპარსული" პროვინცია ისპაჰანი.

 

ათასობით ისპაჰანის მაცხოვრებელი ავიდა მდინარე ზაიანდეს მშრალ კალაპოტში ფერმერების მხარდასაჭერად და გამოხატა თავისი აღშფოთება მდინარის მდგომარეობის გამო, რომელიც დაშრა გვალვისა და წყლის განაწილების არასწორი მართვის გამო. გასულ ხუთშაბათს ქალაქ ისპაჰანში პოლიცია ძალისმიერად გაუმკლავდა   დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ მთავრობის პოლიტიკას წყლის მართვის შესახებ. 

 

ცხადია, ირანის ხელისუფლებას მოუწევს ზომების მიღება გვალვით დაზარალებული სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად. ეკონომიკას დამატებითი ტვირთი დააწვება   და პრობლემის მოგვარება ირანული საქონლის ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ძიების გარეშე გაძნელდება.

 

ზანგეზურის დერეფანი გაზრდის საქონლის ტრანზიტს ცენტრალური აზიიდან ირანის გავლით, სახმელეთო გზით. ამ ტრანზიტს შესაძლოა  დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და ის ობიექტურად მომგებიანია თეირანის ხელისუფლებისთვის.

 

ირანს უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირებისა და მხარდაჭერის ჭრილიდან აუცილებელია რეგიონში თანამშრომლობაზე გადასვლა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა ზრდის საქონლის ნაკადის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს ECO-ს ყველა ქვეყნისთვის. აზერბაიჯანისა და ზანგეზურის გავლით თურქეთამდე და შემდგომ ევროპის ქვეყნებთან პირდაპირი სახმელეთო წვდომის მისაღებად, მათ შეუძლიათ აირჩიონ მარშრუტები. ვღებულობთ 3 ვარიანტს:

 

1. პირდაპირ კასპიის ზღვით, შემდეგ აზერბაიჯანის გავლით თურქეთში

 

2. რუსეთის გავლით, რომელიც ზანგეზურის დერეფნის წყალობით  იღებს პირდაპირ სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციას აზერბაიჯანის გავლით თურქეთთან.

 

3. ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიის გავლით.

 

ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ხარჯთეფექტურს გახდის საქონლისა და რესურსების ტრანსპორტირებას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და საპირისპირო მიმართულებით. ზანგეზურის დერეფანი  სხვა სატრანზიტო მარშრუტების შემავსებელიცაა, რაც იმავე რუსეთს აძლევს პირდაპირ წვდომას აზერბაიჯანისა და ირანის გავლით სპარსეთის ყურეში და ინდოეთის ოკეანეში ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით.

 

 

გარდა ამისა, ECO-ს ყველა წევრ ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აზერბაიჯანის განთავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის პროგრამებში. ირანის ჩათვლით, რომლისთვისაც აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ობიექტურად ბევრად მომგებიანია, ვიდრე ღარიბ სომხეთთან. განსაკუთრებით იმ პოზიციაზე, რომელშიც ის ბოლო დრომდე იმყოფებოდა, ხელოვნურად იგდებდა რა თავს ბლოკადაში და მეზობლებთან დაპირისპირებაში.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ECO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა:

 

„კავკასიაში მტრობის დასასრული ნიშანია რეგიონში სოლიდარობის ახალი პერიოდის დაწყებისა. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი საერთო ვალია. რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიაში ნებისმიერი ცვლილება მომავალში დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს. კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნების სტაბილურობას, მშვიდობასა და განვითარებას ურთიერთპატივისცემისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის შესაბამისად“.

 

მეტად საგულისხმოა ის, რომ ირანის მეთაურმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე ისაუბრა.

 

ირანის თანამშრომლობისა და სატრანზიტო რეგიონების ECO-ს შემადგენლობაში ჩართვა მთლიანად ძირს უთხრის პოლიტიკურ სპეკულანტებს, რომლებიც გაჰყვირიან, რომ ზანგეზურის დერეფანი არის გზა ყბადაღებული „დიდი თურანის“-კენ.

 

 ირანს აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს  „დიდ თურანთან“, მაგრამ ობიექტურად ის ძალიან დაინტერესებულია თურქულ ქვეყნებთან თანამშრომლობით. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თურქები შეადგენენ ირანის მოსახლეობის ნახევარს, პირველ რიგში აზერბაიჯანელებს. მაშასადამე, თუ ირანი ჩართული იქნება პროექტებში, მაშინ სომეხი ნაციონალისტების პოლიტიკური სპეკულანტები ვეღარ შეძლებენ ვერც თავიანთი საზოგადოების და ვერც რუსეთის დაშინებას „დიდი თურანით“.

 

 

Kavkazplus  

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები