პოლიტიკა

​ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

01.12.21 17:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

 

ღონისძიება ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ლატვიის საგარეო სამქეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა გახსნეს. ნატოსა და პარტნიორების ურთიერთობის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე კატერინა პისარსკა და აშშ-ს უილსონის ცენტრის ევროპული პროგრამების დირექტორი დენ ჰამილტონი.

 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისაუბრა საქართველოს გაზრდილ როლზე ნატოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გნმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ამ მხრივ ალიანსთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს სამომავლო სტრატეგიაში ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე პოზიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა. სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე ნატო-ს მხრიდან საქართველოს და პარტნიორი სახელმწიფოების ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას ალიანსში გაწევრიანების მიზნისთვის, განსაკუთრებით ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე. საქარათველოს საგარეო სამქეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქისრა საქართველოს მტკიცე არჩევანი ალიანსში გაწევრიანების შესახებ და მზადყოფნა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით. საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ესტონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, კრისტი კალიურანდი და ვალდის ზატლერსი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები