პოლიტიკა

„ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ მხოლოდ ერთი აზრის დომინირება უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“ - კელი დეგნანი

02.12.21 17:00


 „ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

ამერიკელმა დიპლომატმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და სააკაშვილის პროცესზე დასწრებას პოზიტიური უწოდა. 

 

„პოზიტიურია, რომ ბატონ სააკაშვილს შესაძლებლობა მიეცა უკვე მეორედ დასწრებოდა სასამართლო პროცესს. პოლიციამ კარგი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ მისი მიყვანა სასამართლო დარბაზში უსაფრთხოდ განხორციელებულიყო. 

 

მედიასაც აქვს საშუალება ეს პროცესი გააშუქოს, ეს ყველაფერი კარგია თუმცა ეს რა თქმა უნდა მხოლოდ დასაწყისია. ახლა ყველამ უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესის მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით წარმართვას. მხარდამჭერებს პროტესტის უფლება აქვთ, მაგრამ ეს წესების დაცვით უნდა მოხდეს. 

 

ასევე სასამართლო დარბაზში წესრიგი დაცული უნდა იყოს. ეს ყველაფერი ერთიანობაში ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას. ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, - აცხადებს კელი დეგნანი. 

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

 

ინფორმაციისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება 29 ნოემბერსაც მიეცა.

 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები