პოლიტიკა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათო, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი

02.12.21 17:20


გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათო, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ რადმანმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათო, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი. ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები, ადამიანი უფლებების დარღვევა და ეთნიკური დისკრიმინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეუთო-ს ვალდებულებასთან წინააღმდეგობაშია. ჩვენ მოვუწოდებთ გაორმაგდეს ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოსთან დაკავშირებით და ხუთს პლუს ორის ფორმატში მოლდოვასთან დაკავშირებით. ანალოგიურად უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები