პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა

 

02.12.21 18:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა. 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში.

აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. 

 

ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. 


მთავრობის მეთაურმა კატარის ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები