პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

03.12.21 10:00


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

 

უწყების ცნობითვე, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები, რომლის გამოხატულება იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ამ მხრივ, განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, შესაბამისი ბიზნეს დელეგაციების გაცვლის და კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის მხრივ, ასევე აღინიშნა საქართველოში უკვე არსებული ავსტრიული კომპანიების და ავსტრიული ინვესტიციების მნიშვნელობა.

 

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები