პოლიტიკა

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა - სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

03.12.21 10:15


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტოკჰოლმში, ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე განაცხადა, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშია.

 

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

 

„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები - ეს არის ნაღმი, რომელიც ჩადებულია ევროპული უსაფრთხოების საძირკველში. ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ნატოს პერსპექტივისაგან ეიფორიაში იყო, ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა.

ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ გააჩნიათ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია - ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია არ გააცნობიერონ ეს“, - განაცხადა ლავროვმა.

 

მისი თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ნატოს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან, კატეგორიულად მიუღებელია.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები