პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

03.12.21 10:30


საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ბრწყინვალე პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობას, ამ კონტექსტში კი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

 

„მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და გამოთქვა მზაობა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში, აქტიურად ითანამშრომლოს პოლონეთთან ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელ კოლეგას წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოში მიიწვია“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები