პოლიტიკა

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

03.12.21 11:45


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ენ ლინდესთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას შვედეთში მასპინძლობისა და ეუთოს მინისტერიალის ორგანიზებისთვის.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე, აღინიშნა შვედეთის ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

 

შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები