პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო აუდიტის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

03.12.21 12:40


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო აუდიტის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

„განვიხილეთ ბოლო შეხვედრაზე გაცემული რეკომენდაციების მიხედვით იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების პერსპექტივები. ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა მექანიზმების და მეთოდების დანერგვა შეიძლება, რაც შეგვაძლებინებს, რომ ყველა ის სარეკომენდაციო აქტივობა, რომელიც  განისაზღვრა როგორც გაუმჯობესების შესაძლებლობა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის, სამომავლოდ ამ სამსახურის რეალურად ნაყოფიერად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები