ანალიტიკა

"ყარაბაღის კლანმა" და დაშნაკების "არცახელმა" სეპარატისტებმა სომეხი ხალხი ცივილიზაციურად, ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად ასობით წლით უკან დახიეს

03.12.21 13:20


სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მჟღავნდება „ყარაბაღის კლანის“ და „არცახის“ სეპარატისტთა დანაშაულების შესახებ. ამ ფაქტებს თავად სომხები ავლენენ და ზოგიერთი მათგანი თავდაპირველად შოკში აგდებს საზოგადოებას.

თურმე გენერალური წოდების მქონე ეგრეთ წოდებულმა „სომეხმა პატრიოტებმა“ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სომეხი მოქალაქე, სომეხი ჯარისკაცი მოეკლათ. ისინი ეწეოდნენ სომეხთა სახლების ძარცვას, სომხების წამებასა და დამცირებას.

 

სინამდვილეში ამაში გასაკვირი არაფერია. სეპარატიზმს ყოველთვის მივყავართ იმ ადამიანების „დეჰუმანიზაციამდე“, ვინც მასზე ფსონს დებს, იგონებს ცრუ „სახელმწიფოებს“ და ეწევა ეთნიკურ წმენდას, ძარცვასა და ყაჩაღობას.

„სხვისიანებით“ დაწყებული, ვერ ჩერდებიან და ადრე თუ გვიან იწყებენ „საკუთარის“ ნგრევას.

 

სწორედ ამგვარი დასკვნების გამოტანა შეიძლება ცნობილი ერევნელი ჟურნალისტის რომან ბაღდასარიანის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ვიდეო-რგოლებიდან, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სომხურ საზოგადოებაში:

 

 

პრინციპში, ათწლეულების მანძილზე ტყუილში მცხოვრები სომხური საზოგადოებისთვის „სიმართლის გამხელის“ პროცესი ბუნებრივია. ასევე იმათი გამოაშკარავება, ვინც შეგნებულად ავრცელებდა ამ ტყუილს. იგივე რომან ბაღდასიარიანს თავის ვიდეო-რგოლებში მოჰყავს ძალიან მჭერმეტყველი ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მიიყვანეს სომხეთი ცივილიზაციურ ჩიხში ყოფილმა „ავტორიტეტებმა“.

 

რომან ბაღდასარიანი ავლენს "ყარაბაღის კლანის" და "არცახის" სეპარატისტთა დანაშაულის თვალსაჩინო ფაქტებს საკუთარი, სომეხი ხალხის წინააღმდეგ.

ჩანაწერებში ის ყვება, თუ როგორ წირავდნენ სასიკვდილოდ  "არცახის" გენერლები და ოფიცრები ჯარისკაცებს 44-დღიანი ომის დროს. ის ასევე ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ ძარცვავდნენ ჰადრუტს, აზერბაიჯანის არმიის მიერ მისი აღების წინა დღეს, სომეხი გენერლები, როგორ გაიქცა ყარაბაღიდან 11 ათასი „კონტრაქტის ჯარისკაცი“ ე.წ. „არცახის თავდაცვის არმიიდან“, მიითვისა სეპარატისტულმა „არცახის“ ელიტამ  სომხური არმიისთვის გაგზავნილი დახმარება.

 

ანუ, სინამდვილეში „არცახის გმირები“ ჩვეულებრივი მშიშრები, ნაძირლები, მკვლელები და მძარცველები გამოდიან.  აი ასეთებს მისცა სომეხმა ხალხმა მათი მართვის უფლება. ეს არ შეიძლებოდა არ დასრულებულიყო კატასტროფით.

 

სომეხი ხალხის ნდობა დაკარგა ასევე ეჩმიაძინის რელიგიურმა ორგანიზაციამ, რომელიც ატარებს სახელს „სომხური სამოციქულო ეკლესია“ (AAC).

 

რომან ბაღდასარიანი თავის ვიდეო-რგოლში ამბობს:

 

„... კათალიკოსი მოსკოვში მიემგზავრებოდა, აეროპორტში არც ერთი სომეხი არ მისულა გარეგინთან და არ უთხოვია: გარეგინ,  დამლოცეო, თავზე ხელი დაგვადეო.

არც ერთი სომეხი არ მიუახლოვდა გარეგინს, არ უთქვამს "გარეგინ, დაგვლოცეო..."

 

ამგვარად, კათალიკოს გარეგინის ავტორიტეტი დაეცა "ნულს  ქვემოთ". მას კურთხევის სათხოვნელადაც კი სათოფეზე არავინ ეკარება.

 

და კითხვაზე, თუ როგორ მივიდა ეჩმიაძინი ასეთ ვითარებამდე, ნაწილობრივ პასუხობს დეკანოზ პარგევ მარტიროსიანზე საუბრისას, რომელიც ხელმძღვანელობდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ე.წ. „არცახის“ ეპარქიას:

 

„... 1992 წელს, როცა შუშა აიღეს, მამა პარგევი ღებულობდა  გადაწყვეტილებას თუ ვისთვის უნდა გადაეცა შუშას ბინები. ვინ ხარ წმიდაო მამაო? როგორ შედიხარ აზერბაიჯანულ ბინებში და არიგებ ასე ხელგაშლილად? ვინ ხარ? როგორ შეგიძლიათ  თუ „წმინდა მამა“ ხართ, აზერბაიჯანული ბინები თქვენი დაყოფის მიხედვით გაანაწილოთ: ეს არის ოროთახიანი, ეს არის 3 ოთახიანი? შეიძლება „წმინდა მამა“ შეეხოს იმ ბინებს, სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები იცინოდნენ ან სადაც ქალმა შვილი გააჩინა? რატომ ჩაიდინე ეს ... ".

 

გასაგებია, რომ ძარცვას და ნადავლის დაყოფას ქრისტიანობასთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს.  სომხების უმეტესობამ მშვენივრად იცის ამის შესახებ.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეჩმიაძინის მმართველს დიდი ხანია არ აქვს „სულიერი ავტორიტეტი“.

 

თავის ვიდეორგოლში რომან ბაღდასარიანი  ასევე მიუთითებს სერჟ სარქისიანს სახელმწიფო თვითმფრინავით ბადენ-ბადენის კაზინოში გაფრენის შესახებ, როდესაც ის სომხეთის პრეზიდენტი გახდა. მარტოდენ ეს ეპიზოდი კმარა სეპარატისტთა მორალური დონის დასახასიათებლად, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და სიმდიდრე. ჟურნალისტი ასევე საუბრობს შუშას ციხეში განხორციელებულ წამებაზე, სადაც სეპარატისტებმა სომეხი ახალგაზრდები მძევლად აიყვანეს, მშობლებისგან „გამოსასყიდის“ გამოძალვის მიზნით, ხოლო ისინი ვის გამოსახსნელადაც ვერ ან არ გადაიხადეს, უბრალოდ მოკლეს.

 

ვინაიდან „არცახის“ სეპარატისტთა მორალური ხასიათი ზუსტად წააგავს სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებს, ამ რეჟიმების დასასრული სავარაუდოდ ისეთივე სამარცხვინო და უსახელო იქნება, როგორც „არწახური“.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები