პოლიტიკა

კარლ ჰარცელი - გავაგრძელებთ დაკვირვებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს

03.12.21 14:00


მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა სასამართლო პროცესს საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

კარლ ჰარცელს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით, რომ საქმეში ევროპელი პარტნიორების მასპინძლობის ხარჯებიც შედის.

 

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს, მოხარული ვარ, რომ გუშინ ვიხილე ის, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, როგორც ბევრი სხვა რამისთვის, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებზე, ვფიქრობ, არაგონივრული იქნებოდა ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს არის მიმდინარე საქმე და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ინტერესშია მიმდინარე სასამართლო საქმეზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები