პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა“ - კახა კალაძე

03.12.21 15:20


დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების საპასუხოდ უამრავი კონკრეტული ფაქტი არსებობს.

 

„ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავად სახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად.

 

რამდენიც უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციისგან, კრიმინალისგან, ხალხის გაუბედურებისგან, ოჯახების გამწარებისგან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისგან, ბიზნესის ტერორისგან, ვერ მოახერხებს.

 

ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, რასაც ვერ გავექცევით.

ადამიანები ყოველდღიურად საშინელებაში ცხოვრობდნენ. რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

 

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები