პოლიტიკა

„პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას“ - კელი დეგნანი

03.12.21 17:40


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურების შემდეგ, თავისი შეხედულება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააჟღერა. 

 

მისი თქმით, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევაა საჭირო. 

 

„პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი კარგი განათლების და ინფორმირებული საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ჰყავს. მეც მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება. მათ შორის მიმიღია მონაწილეობა კონსტიტუციის წერაში და ეს მოიცავს მრავალი კონსტიტუციის შედარებასა და ანალიზს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რომელია საუკეთესო სისტემა მისთვის.  

 

საქართველოს ლიდერებმა ბევრი დრო გაატარეს იმ საკითხებზე დებატებსა და განხილვაში, რა არის სწორი საქართველოსთვის და ამის გამო იყო 1%-იანი ბარიერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიისაც, ეთანხმებოდა იმას, რომ საკმაოდ დადებითი შედეგი ჰქონდა ამ დაბალს საარჩევნო ბარიერს, რამაც განაპირობა პარლამენტში 9 განსხვავებული პარტიის მოხვედრა.

 

ამ მიზეზით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეს საკითხი ხელახლა განიხილეს შეთანხმდნენ რომ 2% საარჩევნო ბარიერი და პროპორციული არჩევნები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. ბევრი მოელოდა, რომ 2019 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ეფექტური. 2%-იან ბარიერს შეუძლია შექმნას მრავალპარტიული სისტემა, რასაც შეუძლია შექმნას მრავალფეროვნება პარლამენტში, რომ მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა და ხედვა იყო წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები