პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მინდა რომ საქართველო დღესვე იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალიან სერიოზული შრომა

06.12.21 10:45


დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„მე მინდა რომ საქართველო დღესვე იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალიან სერიოზული შრომა. აუცილებელია შიდა კონსოლიდაცია, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. შიდა კონსოლიდაციის გარეშე ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ის რაც ქვეყანაში ხდება პოლარიზაციის თვალსაზრისით, არის ძალიან ცუდი და ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

30 ნოემბერს ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართეს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები