პოლიტიკა

სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ

06.12.21 16:00


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში. კანონში შესატანი ცვლილებები კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს გააცნო.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ბავშვებისთვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებასა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ცვლილებებს - „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება სამხედრო და სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებთან ერთად სახელოვნებო პროფესიული განათლების პირებსაც მიეცემათ.

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მასწავლებლის მაძიებელ პირთა ჩამონათვალს სახელოვნებო პროფესიული განათლების მქონე პირები ემატება.

 

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები