პოლიტიკა

კელი დეგნანი - ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანში იწვევს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ ახალ თაობაში პოლიტიკური აპათიის ზრდის ტენდენცია და პოლიტიკისადმი უნდობლობა შეიმჩნევა

06.12.21 17:20


ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანში იწვევს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ ახალ თაობაში პოლიტიკური აპათიის ზრდის ტენდენცია და პოლიტიკისადმი უნდობლობა შეიმჩნევა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოში აპოლიტიკური აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხდა. მისი თქმით, აპათიის ზრდა შეიმჩნევა როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში და ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანები ვერ ხედავენ გზას, როგორ უნდა შეიტანონ წვლილი პოლიტიკაში.

 

„ეს ხდება იმიტომ, რომ ვერ ხედავენ წვლილის შეტანის გზებს, ვერ გრძნობენ კავშირს მართვის პროცესთან. აქ საქართველოში, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ვართ ჩვენ, ადამიანები, აქედან გამომდინარე, ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი ქმნიან ხელისუფლებას, წვლილი შეაქვთ მასში, გავლენა აქვთ მასზე, არა მხოლოდ როგორ საარჩევნო კანდიდატებს, არამედ ამაში უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე, საკვანძოა ეთიკური, პასუხისმგებლიანი ლიდერობის იდეის მიწოდება საზოგადოებისთვის და ეს არ არის მხოლოდ კანდიდატი, პოლიტიკური პარტია, არამედ ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლება, მედია და ყველა ის, ვინც ერთად პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას და ვქმნით ამას ხალხისგან და ხალხისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები