პოლიტიკა

„ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“ - გია ვოლსკი

07.12.21 10:45


პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, საქართველოს პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც მან „ოცნებას“ ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა.

 

„სააკაშვილის განცხადება მუქარანარევი კი არა მუქარაა. შევრიგდეთ ჯერ და მერე ვითამაშოთ, თუ ჯერ დავნიშნოთ ახალი მატჩი და მერე შევრიგდეთ, აი რაღაც ეგეთი ლაპარაკია.  სუსი  ავრცელებს ჭორს რას ნიშნავს? პატიმარი თუ ხარ სულ საავადმყოფოში უნდა იწვე, რაც მოგისაჯეს ის პერიოდი? ეს ჭორი არ არის, ეს არის ის რეალობა რაც გვაქვს. ადამიანი თუ საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას გადადის საავადმყოფოში და საავადმყოფოდან ბრუნდება საპატიმროში“, - აღნიშნავს გია ვოლსკი. 

 

გია ვოლსკის თქმით, ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს.

 

ამასთან, ვოლსკი  აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან.

 

„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ უკეთესია სააკაშვილის გარეთ გამოშვება და საზოგადოება, ვისაც არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს, ვითომ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ითხოვს, რომ გამოუშვით. ჩვენ შევიკრიბეთ, პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გეგონება იქ ვართ, ჩრდილოეთ კორეაში, მოდი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი!. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი. თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ „ნაცმოძრაობაში“ ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს.

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს.

 

სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს თუ რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა  ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

 

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები