პოლიტიკა
07.12.21 11:45
ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ბოლო ექვს თვეში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგალითად, ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, იყო აღქმული შეშფოთებით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
„ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, მაგრამ ნატო-ს სადამფუძნებლო, ვაშინგტონის შეთანხმების პრეამბულა მოიცავს ამ ღირებულებებს, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ეს ფუნდამენტური საკითხებია. ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მიმართულია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებით ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში და ბოლო 20 წლის განმავლობაში ნატო-ს წევრობის პერსპექტივა გამოყენებული იყო რეფორმების დაჩქარებისთვის, რასაც ამ ქვეყნებისგან ვითხოვდით. ეს იყო ძალიან პოზიტიური დამაჩქარებელი და ინიციატივა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატო-ს წევრობა სურდათ. ამან დიდი წვლილი შეიტანა ევროპის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.
მისივე თქმით, მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს მიერ წარსულში გატარებულ რეფორმებს.
„ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურია. ამას ჰქვია წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ ელემენტს. ჩვენ ძალიან ღია ვართ მეგობრებთან ურთიერთობებში და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ბოლო ექვს თვეში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგალითად, ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, იყო აღქმული შეშფოთებით. ასევე, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმაზე, მედიათავისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოლომინამ.
მისი თქმით, ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას.
„საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესები ნამდვილად რთულია ყველა პარტნიორისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას საჭირო რეფორმების გატარებაში. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ სიტუაციას თვალს და როგორც შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მე ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გასულ კვირას და ამ საკითხებზე ვესაუბრე. ჩვენ არ ვმალავთ არაფერს ჩვენი ქართველი მეგობრებისგან.
პირიქით, ღიად ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს ისეთ პროგრესს, როგორიც ჩვენ გვსურს, ვიხილოთ. ეს ფუნდამენტური საკითხია. ეს „ნატო 2030“-ის ფუნდამენტური საკითხია, ეს იქნება ახალი სტრატეგიული კონცეფციის ფუნდამენტური საკითხი“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა
15:4719.03.24
-
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
15:0019.03.24
-
14:2519.03.24
-
14:0019.03.24
-
13:2519.03.24
-
არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან
12:5819.03.24
-
12:2219.03.24
-
12:0019.03.24
-
პრემიერი - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
11:4019.03.24
-
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
11:1519.03.24
-
10:4519.03.24
-
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
10:0319.03.24
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24