პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია

07.12.21 14:20


შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება - ამის ვერავითარ ნიშანწყალს სააკაშვილის გამოსვლებში ვერ ვხედავთ, უფრო მეტიც, ის ხშირად იმუქრება კიდეც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ, მოინანიონ, ასეთ შემთხვევაში თეორიულად რა თქმა უნდა დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის არავითარი იმედი არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგია შეცვალა და ეროვნულ შერიგებაზე ალაპარაკდა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები