პოლიტიკა

კონგრესმენი: საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა - გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად რუსეთის შეკავებაზე და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე

07.12.21 15:40


საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთან.

ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორი რეგიონში და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დასავლური ღირებულებები დაიცვას რეგიონში.

 

„საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეა, რომელიც დაგვეხმარა ავღანეთში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონულ პრობლემებზე. გვსურს ამ პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება. ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავებაზე და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ სმიტმა.

 

მისი თქმით, ყველა ევროპელი მოკავშირე და შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდნენ და ერთად შეეცადონ რუსეთის შეკავებას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები