პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში

07.12.21 16:20


დღეს დაიწყება და ხვალ გაგრძელდება 55-ე რაუნდი. წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც ფონი საკმაოდ რთულია როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებრივი მძიმე მდგომარეობის კუთხით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

 

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს გარკვეული წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში.

 

„სამწუხაროდ, კვლავ გვაქვს ის რეალობა, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხები არის პოლიტიკური საკითხების მძევალი. ამ რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს გარკვეული წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში.

 

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევა, თუკი მოხერხდება უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხების გამიჯვნა. გვაქვს სურვილიც და იმედიც, რომ გარკვეული წინსვლა მოხდეს, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე. რა მიმართულებით წავა პროცესი, ეს უკვე რაუნდზე გამოჩნდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები