მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება

13.12.21 13:40


საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება, - ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.

 

„ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვართ ერთიანნი რუსეთის სამხედრო ძალების ზრდისა და უკრაინის მიმართ აგრესიული რიტორიკის დაგმობის საკითხში.

 

რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გამოყენებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას 7 დეკემბერს აღნიშნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებით. საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება.

 

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას.გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთო და ყოვლისმომცველ საპასუხო ქმედებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები