მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა ბრიუსელში რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილეს

15.12.21 17:40


სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანს, ილჰამ ალიევს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული სამხხრივი შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა დაადასტურეს რკინიგზის მუშაობის განახლების შესახებ შეთანხმება.

 

შეთანხმების მიხედვით, რკინიგზა იმუშავებს ორმხრივად შეთანხმებულ საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო წესებით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის შესაბამისად. რკინიგზით სომხეთს წვდობა ექნება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისკენ.

 

14 დეკემბერს, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე,  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები