ანალიტიკა

ზანგეზურის დერეფანი მალე ამოქმედდება

16.12.21 10:00


ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მანამდე ორივე ლიდერი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ცალ-ცალკე   შემდეგ კი „სამმხრივ ფორმატში“ შეხვდა.

 

ამრიგად, ოფიციალური „ევროკავშირის პირველი პირი“ ორ მხარეს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. 2021 წლის 26 ნოემბრის წინა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების სოჭში შეხვედრის ფონზე, ევროკავშირი თავდაპირველად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შუამავლის როლს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ მშვიდობა სამხრეთ კავკასია არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ბრიუსელის დამსახურებაა.

 

ბრიუსელში გამართული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის სამმხრივი შეხვედრის შედეგი იყო კომუნიკაციების საბოლოო განბლოკვა და ზანგეზურის დერეფნის „ამოქმედების“ დაწყება, ყოველ შემთხვევაში მის „სარკინიგზო“ ნაწილში.

 

„გადაწყდა რკინიგზის ხაზების აღდგენა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს დამაკავშირებელი ხაზების განვითარებას მისი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. შემოთავაზებულ ეკონომიკურ საკონსულტაციო პლატფორმას შეუძლია ასევე მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“ - ნათქვამია სამმხრივი შეხვედრის დასკვნით განცხადებაში.

 

კომუნიკაციების, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის „სარკინიგზო ნაწილის“, განბლოკვა დაადასტურა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც Twitter-ზე შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:

 

 „შარლ მიშელთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სამმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ დავადასტურეთ შეთანხმება რკინიგზის გადატვირთვის შესახებ სასაზღვრო და საბაჟო წესების საფუძველზე, რომელიც მიღებულია ჩვენს მიერ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის დაცვის პრინციპით.

 

სომხეთი მიიღებს სარკინიგზო წვდომას ირანსა და რუსეთზე - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

 

ასევე შეხვედრის შემდეგ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ „სარკინიგზო საკითხებთნ დაკავშირებით მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება“.

 

 „ჩვენი მოლაპარაკებები ეხება იერასხ-ჰორადიზის ხაზს. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია, რადგან ის შესაძლებელს ხდის ირანთან დაკავშირებას იერასხიდან და წარმოადგენს მაკავშირებელ რგოლს საქართველოს რკინიგზასთან“, - განმარტა მჰერ გრიგორიანმა.

 

ფაქტობრივად, „იერასხ-ჰორადიზის ხაზი“ ზანგეზურის დერეფნის კიდევ ერთი სახელწოდებაა, ვინაიდან ამ ორი დასახლებული პუნქტის დაკავშირება მხოლოდ ნახიჩევანისა და ზანგეზურის გავლითაა შესაძლებელი.

 

რევანშისტების ყველა მცდელობამ, შეეჩერებინათ კომუნიკაციების განბლოკვის პროცესი, უშედეგო გამოდგა. ისევე, როგორც თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის და ხალხთა შერიგების თავიდან აცილების მცდელობები.

 

ცხადია, არსებობენ ძალები, რომლებიც კვლავაც იმედოვნებენ, რომ „ისტორიის ბორბალს უკან დაატრიალებენ" პროვოკაციებით, მაგრამ ზედმეტად სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშეები მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და კომუნიკაციების განბლოკვას. მათ შორის რუსეთი და შეერთებული შტატები.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად მაშინვე გამოუცხადა მხარდაჭერა სომხეთ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და თავის Twitter გვერდზე დაწერა:

 

„ჩვენ მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ ნორმალიზაციის პროცესის განსახილველად“, - წერს ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელი. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია  "გენოციდზე", რომელსაც სომეხი ნაციონალისტები გამუდმებით  იყენებენ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას.

 

ზანგეზურის დერეფნის გავლით სატრანზიტო სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესახებ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში სეპარატისტებისა და სომეხი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული აგრესიის და საზღვრების არასანქცირებული ცვლილების შედეგების სრულ აღმოფხვრაზე. 

საავტომობილო კომუნიკაციების განბლოკვის სამუშაოები ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ზანგეზურის დერეფნის „საავტომობილო კომპონენტი“ ცალკე მოლაპარაკების საგანია. თუ იგი სომხური საბაჟო პუნქტებით იქნება, მაშინ, როგორც ილჰამ ალიევმა ბრიუსელში შეხვედრის წინა დღეს აღნიშნა, მსგავსი აზერბაიჯანული საგუშაგოები  ლაჩინის დერეფანში ავტომაგისტრალზე რუსი სამშვიდობოების 5-წლიანი მისიის დასრულებამდეც უნდა გამოჩნდეს. თუ სომხურ მხარეს არ სურს „საქმის დაჩქარება“, მოუწევს შეეგუოს იმას, რომ აზერბაიჯანის კავშირი ნახიჩევანთან ზანგეზურის გავლით განხორციელდება სომხური მხარის საბაჟო და სასაზღვრო შემოწმების გარეშე.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები