მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ - ველოდებით, რომ საქართველო 3 + 3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

20.12.21 10:00


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 3+ 3 პლატფორმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.

 

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა მოსკოვში, მაგრამ საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

 

3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები