ეკონომიკა
12.10.16 20:35
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი არაბული კომპანია ,,რაკია ჯორჯიას” ნაცვლად სახელმწიფო ხდება.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ,,რას ალ ხაიმასთან” (”რაკია ჯორჯიას” მფლობელი კომპანია) საუკეთესო ურთიერთობები არსებობს.
,,ეს არის ჯგუფი, რომელიც დღესდღეისობით არის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელი, მაგალითად, სასტუმრო “შერატონი”, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციები - 30 მილიონი დოლარი იდება და ჩვენ გვექნება განახლებული “შერატონი” წლის ბოლოსთვის. ეს არის ისეთი აქტივი, როგორიცაა “ თბილისი მოლი”, სადაც ასევე ”რას ალ ხაიმას” საინვესტიციო ხელისუფლება ფიქრობს შემდგომში გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც კომპანიას გააჩნია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თავის დროზე ”რას ალ ხაიმას” საინვესტიციო ხელისუფლება იყო ასევე ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც მათ შემდგომ გაყიდეს.
,,თითონ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის აეროპორტი, რომელიც ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, კლასტერული ხედვა იყო, რომელიც გააჩნდა ”რას ალ ხაიმას” საინვესტიციო ხელისუფლებას, ხოლო მას შემდეგ რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო ფოთის აეროპორტსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, უკვე აღარ განხორციელდა და როგორც მოგახსენეთ, ეს არის ლოგიკა. შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელთან - ”რას ალ ხაიმას” საინვესტიციო ხელისუფლებასთან მივაღწიეთ მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ ეს აქტივი სახელმწიფოში დავიბრუნეთ. არ მინდა ციფრებში შევცდე, მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებით, ეს აქტივი 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს, შესაბამისად, დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტი. დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი და დიდი ინვესტორები მოვიზიდოთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე პრემიერის თქმით, სახელმწიფო მუშაობს ამ წუთში ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მის სახელს სავარაუდოდ, უახლოეს მოამავლში დაასახელებს.
,,600 მილიონ დოლარიან ინვესტიციებზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდიბარე, მიზანი არის ის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე ფოთის აეროდრომი იყოს გამოყენებული როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 604
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24