ანალიტიკა

სიხარბე სომეხი ფალსიფიკატორებისა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ბანას ქართულ ტაძარზე, ამხელს მათ მთავარ სიცრუეს - ზვართნოცს.

23.12.21 10:00


ახლახან სომხურმა ნაციონალისტურმა ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა "სენსაციური", მაგრამ მოსალოდნელი "გამოაშკარავება" იმის შესახებ, რომ ცნობილი ქართული საკათედრო ტაძარი ბანა, რომლის ნანგრევები დღეს თურქეთში, ერზრუმშია, თურმე"სომხური" ყოფილა (როგორც ყველა ქართული ეკლესია, თუ სომეხ ფალსიფიკატორებს დავუჯერებთ). სრულად გთავაზობთ ამ "გამოაშკარავებას":

 

„ქართული სიყალბის შედევრი ანუ როგორ მიითვისა სომხური საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტი ქართულმა ეკლესიამ.

 

ისტორია არის წარსულის რეტროსპექტული რეკონსტრუქცია აწმყოს საჭიროებების გამოყენებისას. თანამედროვე სამყაროში თითოეული სახელმწიფო ცდილობს გაამყაროს თავისი ეროვნული მითი და შექმნას ახალი მნიშვნელობები იდენტობის განმტკიცებისთვის. თუმცა, ზოგჯერ ამგვარი პოლიტიკა სიყალბეში გადადის. ჩვენი პოსტიც სწორედ ერთ ასეთ სიტუაციას ეხება.

 

გადავინაცვლოთ ისტორიულად სომხურ ქალაქ კარინში (ერზურუმი). აქ არის დიდებული ბანაკის ტაძრის ნანგრევები (სომხ. Բանակի տաճար), თანახმად დიდი რუსული ენციკლოპედიისა, რომელიც აშენდა კათოლიკოს ნერსე III-ის მიერ 650-იან წლებში. ასევე შეგახსენებთ, რომ ნერსე III არის ზვართნოცის ტაძრის  - ადრე შუა საუკუნეების სომხური ხუროთმოძღვრების შედევრის დამაარსებელი.

მე-17 საუკუნის სომეხმა ისტორიკოსმა ჰაკობ კარნეციმ ბანაკის ტაძარი აია სოფიას შეადარა და ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა კარლ კოხმა ის აია სოფიას შემდეგ აღმოსავლეთში ყველაზე ღირსშესანიშნავ ეკლესიად დაასახელა.

 

შედეგად ტაიკის რაიონი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართული კონტროლის ქვეშ მოექცა და ეკლესია ქართულად გადაკეთდა. მხოლოდ რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი იცავს თვალსაზრისს, რომ ეკლესია თავდაპირველად სომხური იყო. თურქეთის ხელისუფლებისა და ქართველი ფალსიფიკატორების ძალისხმევით, ბანაკის საკათედრო ტაძარი იქცა ბანას ძირძველ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრად (ქართული ბანა). საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქალაქ სურამში ბანას საკათედრო ტაძრის ასლის აშენების პროექტიც კი დაამტკიცა.

 

მკითხველს ვიწვევთ გაეცნოს ქვემოთ მოცემულ ფოტოებს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ დიდი მსგავსება ბანაკსა და ზვართნოცს შორის.”

 

https://telegra.ph/file/3230056f094712e0038d3.jpg

 

რასაკვირველია, „სომეხი პატრიოტი“ მაშინვე უნდა აღაშფოთოს ქართველების „თავხედობამ“, რომელთაც  სომხური კულტურული მიღწევები „მიითვისეს“  და თურქების „მზაკვრობამ“, რომელნიც ქართველებს ამაში დაეხმარნენ. ოღონდ თავი დავანებოთ აღშფოთებას და გულდასმით გამოვიკვლიოთ საკითხი, თუ როდის გაიგეს თავად სომხებმა, რომ „ზვართნოცის გამორჩეული ტაძარი“ გააჩნიათ?

 

გადავხედოთ შედარებით უახლეს ისტორიას, ცალსახად შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომელიც ძალიან მიუკერძოებელია სომეხი ფალსიფიკატორებისთვის - მათი "ცნობილი" ზვატნოცი, რომელიც მოახერხეს და  "იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში" შეტენეს, თავიდან ბოლომდე ყალბია. სპეციალურადაა შექმნილი "სომხური ეროვნული იდეის" მსახურებისთვის.

 

დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ნაციონალისტური მითისთვის მნიშვნელოვანია "საკულტო" ტაძრები და სტრუქტურები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ "მსოფლიო კულტურულ მნიშვნელობაზე". დიდი ხნის განმავლობაში სომეხ ნაციონალისტებს პრობლემები ჰქონდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, რადგან სომხები დიდხანს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს თავიანთი სახელმწიფოებრიობა, მათ არ გააჩნდათ „დედაქალაქის საკათედრო ტაძრები“. ხოლო მათ ეკლესიებსა და საკათედრო ტაძრებს შორის, რომლებიც მიმოფანტულნი არიან მახლობელ და ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში, ცოტა იყო ისეთი, რომელთა  „კულტურულ მოდელად“ გადაქცევა შეიძლებოდა და როგორც წესი, ეს არის უცხო, თავდაპირველად არასომხური მითვისებული ტაძრები (როგორიცაა, მაგალითად, ალბანური მონასტრები განძასარი და დადივანქი ყარაბაღში). „უძველეს სომხურ ქალაქ ანში“ გათხრების ჩატარება დაიწყეს, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ მარცხიც მალევე იწვნიეს. აღმოჩნდა, რომ ანის ეკლესიების უმეტესობა ქართულია, იქ არის ქართული წარწერები და ქართული ფრესკები. და უზარმაზარ "შრომას" მოითხოვდა ყველაფრის ხელახლა სომხურად გადაკეთება  და ეხლა ამას თურქებიც არ დაუშვებენ.

 

ახლა ნებისმიერი სომეხი გეტყვით, რომ „მსოფლიო მნიშვნელობის სომხური არქიტექტურის შედევრი“ ზვართნოცის ტაძარია. მაგრამ საქმე ისაა, რომ 1900 წლამდე არცერთმა სომეხმა არ იცოდა „უძველესი“ ზვართნოცის შესახებ. გავიდა საუკუნეები, სომხები ერთი ქვეყნიდან მეორეში „მომთაბარეობდნენ“, იქ დააარსეს თავიანთი დასახლებები და ეკლესიები, მაგრამ არც კი ახსოვდათ, რომ ოდესღაც „ზვართნოცის უდიდესი ტაძარი“ ჰქონდათ. თუმცა, დღევანდელი სომეხი ისტორიკოს-გამყალბებლების აზრით, ძველ ებრაელებში მისი ღირებულება ერთ დროს არანაკლები იყო ვიდრე იერუსალიმის სოლომონის ტაძრისა. უბრალოდ, ებრაელებს ახსოვდათ და ეხლაც ახსოვთ  ის ტაძარი, სომხებმა კი საუკუნეების განმავლობაში „დაივიწყეს“.

 

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ არქიმანდრიტმა ეჩმიაძინელმა ვაჰან ტერ-გრიგორიანმა, იგივე ხაჩიკ დავთიანმა, არ დაიწყო გათხრები ეჩმიაძინის მიდამოებში მდებარე ერთ-ერთ ბორცვზე. თავდაპირველად მან საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიისგან გათხრების ნებართვა გამოითხოვა (ღია ფურცელი) და მიიღო კიდეც იგი.

 

და - ჰოი, საოცრებავ! ხაჩიკ დავტნუმ, სავარაუდოდ, მოახერხა „ყველაზე დიდებული ტაძრის“ საძირკვლისა და ნაშთების აღმოჩენა, რომელიც მასშტაბით აღემატებოდა იმ დროს ცნობილ სომხურ ტაძრებს. ხაჩიკ დავტიანმა გამოაცხადა, რომ ეს არის ზვარნოცის ლეგენდარული ტაძარი ანუ "ფხიზელ ანგელოზთა ტაძარი", რომელიც აშენდა VII საუკუნეში.

 

აქ უნდა გავაკეთოთ პატარა „ისტორიული შენიშვნა“. 1900 წელს პიკს მიაღწია სომეხთა სამოციქულო ეკლესიის იერარქიის რევოლუციურმა მოღვაწეობამ ეჩმიაძინის ცენტრით. ფაქტობრივად, ეჩმიაძინი ყველაზე აგრესიული სომხური ნაციონალიზმის კერად იქცა, ხოლო მისი ეკლესიები და მონასტრები - სომხური ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად. სომხურ მონასტრებსა და ეკლესიებში იარაღის საწყობები შეიქმნა. რუსეთის იმპერიის სამხრეთში სომხების "რევოლუციური აჯანყებისთვის" მზადება გაჩაღდა.

 

ეჩმიაძინის ექსტრემისტულმა საქმიანობამ განაპირობა ის, რომ მეფის ხელისუფლება იძულებული გახდა „თავზე ხელი წაევლო“ და 1903 წლის 12 ივნისს გამოცხადდა ნიკოლოზ II-ის ბრძანებულება სომხური ეკლესიის ქონების ჩამორთმევის შესახებ.

სომხური საეკლესიო სკოლებიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მოექცა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სომეხი ტერორისტები ამას ტერორის „აფეთქებით“ უპასუხებენ და მათ სხვა რევოლუციონერებიც დაუჭერენ მხარს. ცარისტული მთავრობა იძულებული იქნება უკან დაიხიოს სომხური საეკლესიო ქონების და საეკლესიო სკოლების ჩამორთმევის საკითხზე, რაც სომეხ ნაციონალისტებს მხოლოდ „მადას გაუღვიძებს“. ეს ყველაფერი ლამის კატასტროფამდე მიიყვანს რუსეთის იმპერიას 1905-1907 წლების რევოლუციისა და გავრცელებული ტერორის დროს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სომეხი ტერორისტები-დაშნაკები.

 

 რა კავშირი ჰქონდა ამას  "ძველ ქრისტიანობასთან"? არავითარი, მაგრამ მომავალი „დიდი სომხეთისთვის“ სომეხ ნაციონალისტებს, რომელთა ხელმძღვანელობა ფაქტობრივად „დასახლდა“ ეჯმიაძინში, სჭირდებოდათ „ყოფილი სიდიადის სიმბოლო“. ასე დაიწყო მითის შექმნა ზვატნოცის ტაძრის შესახებ, რომელიც „გათხარეს და აღადგინეს“.

 

ამასთან, არქიმანდრიტი ხაჩიკ დავთიანი აშკარად ეწეოდა არა მხოლოდ გათხრებს. მაგალითად, მან თურმე „მოულოდნელად აღმოაჩინა“, რომ  ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი ქალაქი შუშა დააარსა არა ამ სახანოს შემქმნელმა, ფანახ ალი-ხანმა, არამედ „სომეხმა მელიქ ავანმა“. მაგრამ როცა 1903 წელს ცარისტული მთავრობა სომხური ეკლესიის საკუთრებასა და უკანონო საქმიანობას „ჩაეჭიდა“, ხაჩიკ დავთიანი ერთი წლით გადაასახლეს ტამბოვის პროვინციაში. ცხადია, არა „ქრისტიანული ღვთისმოსაობისთვის“. ასე რომ, არქიმანდრიტი ხაჩიკ დავთიანი ძალიან „მრავალმხრივი“ პიროვნება იყო და „ისტორიას“ თხზავდა როგორც ირავანის მიდამოებში, ისე ყარაბაღში. ის ასევე მხარს უჭერდა სომეხ ტერორისტებს ჰნჩაკებისა და დაშნაკცუტუნის პარტიებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფის ხელისუფლება, რომელიც ჩვეულებრივ არ ეხებოდა სამღვდელოებას, მას ასე არ მოექცეოდა.

 

ეჩმიაძინში გადასახლებიდან დაბრუნებულმა დავთიანმა განაგრძო ბიზნესი და 1904 წელს ამ საქმეში არქიტექტორი ტოროს თორამანიანიც ჩართო, რომელიც მანამდე მუშაობდა ანის გათხრებზე და აშკარად იმედგაცრუებული იყო, რომ ყველა ტაძარი და ეკლესია, რომლებიც გეგმის მიხედვით, "სომხური არქიტექტურის ნიმუშებად“ უნდა გამოცხადებულიყო,  ფაქტობრივად ქართული აღმოჩნდა და დიდ ძალისხმევას საჭიროებდა ფართომასშტაბიანი გაყალბება.

 

თორამიანს მოეწონა ის, რომ "გათხრების შედეგად აღმოჩენილ" ზვატნოცის ტაძარში "უცხო", ქართული არტეფაქტები არ აღმოჩნდა. ამან გააადვილა მითის შექმნა.

ტოროს თორამანიანმა „გათხრებისა და კვლევის“ შედეგები 1905 წელს გამოაქვეყნა თავის ნაშრომში „ზვართნოცის ტაძარი“. ასე რომ, სწორედ "რევოლუციური აღმავლობის მომენტში" სომხებმა გაიგეს, რომ "ანტიკურ ხანაში" მათ ჰქონდათ უნიკალური ტაძარი, რომლის კურთხევას თავად რომის (რომაული ან ბიზანტიის) იმპერატორი დაესწრო და რომ ტარდება გათხრები, "რეკონსტრუქცია" ამ ტაძრისა, რომელიც  ერთ-ერთ სომხურ ეკლესიას არ ჰგავს.

 

ზვართნოცის ტაძრის შესახებ მშვენიერი ისტორიები მაშინვე იქნა შეთხზული. გამოცხადდა, რომ ეს არის იგივე ტაძარი, რომელიც სომეხი ისტორიკოსის სებეოსის ცნობით, დააარსა კათალიკოსმა ნერსე III აღმაშენებელმა 640-650 წლებში, რომელიც გეგმავდა თავისი რეზიდენციის დვინიდან ვაღარშაფატში (ეჩმიაძინში) გადატანას.

 

მართალია, სომეხი „მკვლევარები“ კარგა ხანს ვერ მივიდნენ ცალსახად აზრამდე, რამდენად „დიდებული“ იყო მათ მიერ „სასწაულებით აღმოჩენილი“ „ძველი ზვატნოცის ტაძარი“ და საერთოდ როგორი იყო იგი. ხაჩიკ დავთიანმა აღმოაჩინა ანანია ნარეკაცისეული ზვარნოცის აღწერა, მაგრამ მან ვითომ ვერ წაიკითხა ძველი სომხური ტექსტი, რადგან მართლწერა, ფრაზები, სიტყვები საკმაოდ შეიცვალა მე-20 საუკუნისთვის... დავთიანი თვლიდა, რომ ტაძარი ორსართულიანი იყო. ტოროს ტორამანიანის ჩანახატმა, რომელიც ზვარნოცში ჩასვლის შემდეგ გააკეთა, მაშინვე სამი სართული "გახსნა".

 

სინამდვილეში, სავარაუდოდ გამყალბებლებმა გადაწყვიტეს აუტკივარი თავი არ აეტკიებინათ,  უბრალოდ გადაწერეს „სასწაულებრივად აღმოჩენილი“ ზვართნოცის გეგმა ერზრუმსა და ოლთისს (ოთლი) შორის ბანას უძველესი ქართული ტაძრის იმ დროისთვის ცნობილი ნანგრევების გეგმიდან.

 

ბანას ქართული საკათედრო ტაძარი პირველად მოიხსენიება XI საუკუნის სუმბატ დავითისძის მატიანეში, რომელიც იუწყება, რომ საქართველოს მეფემ ადარნასე IV-მ (881-923) ბრძანა „აეგოთ ბანას ეკლესია“ კვირიკეს ხელით, რომელიც მოგვიანებით გახდა ბანის პირველი ეპისკოპოსი, იგი იქცა ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი მთავარი სამეფო ტაძარი და ტაოს რეგიონის კულტურული ცენტრი. აქ შედგა 1027 წელს საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის გამეფება და 1032 წელს რომის (ბიზანტიის) იმპერატორის რომან III არგირის დისშვილის ელენეს ქორწილი. XV საუკუნეში ბანიაში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგ IV (1442-1446) და მისი მეუღლე სიტი-ხათუნი. ტაძარი XVIII საუკუნემდე ქართველი ეპისკოპოსის ადგილსამყოფელსაც ასრულებდა, რომლის ეპარქია მოიცავდა ტაოსკარის, ფანასკერტისა და ოლთისის რაიონებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და მისი მმართველები ათაბეგი ჯაყელები მემკვიდრეობით ახალციხის ფაშები გახდნენ, ბანას საკათედრო ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ ხელუხლებელი დარჩა.

 

ბანას საკათედრო ტაძარი დაინგრა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს. მეტიც, ჩვეულებისამებრ, რუსი ისტორიკოსები და არქეოლოგები ყველაფერში ადანაშაულებდნენ „თურქ ბარბაროსებს“, რომლებმაც თითქოს „ეკლესიაში ციხესიმაგრე ააგეს“. ის ფაქტი, რომ ბანას ტაძარი რუსულმა არტილერიამ გაანადგურა, „მოკრძალებულად“ მიჩუმათდა.

 

თუმცა, ბანას საკათედრო ტაძარს "გაუმართლა", რომ ტაძარი პირველად აღწერა და დახატა გერმანელმა ბოტანიკოსმა კარლ კოხმა 1843 წელს, ე.ი. მის განადგურებამდე. კარლ კოხმა ბანა გამოაცხადა აღმოსავლეთის ყველაზე ღირსშესანიშნავ ეკლესიად აია სოფიას შემდეგ. რუსეთ-თურქეთის ომისთანავე, როდესაც ბანას მიდამოები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ტაძარი დეტალურად გამოიკვლია რუსმა ეთნოგრაფმა ევგენი ვეიდენბაუმმა 1879 წელს და ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ 1881 წელს. ეკლესიის გუმბათი უკვე ახდილი იყო, მაგრამ მეცნიერები გვამცნობდნენ შემორჩენილი ფრესკებისა და ასომთავრული დამწერლობით შესრულებული ქართული წარწერების შესახებ. ამ მონაცემების საფუძველზე რუსმა არქეოლოგებმა და არქიტექტორებმა, კერძოდ, ანატოლი კალგინმა, მოახდინეს ტაძრის იერსახის რეკონსტრუქცია, რაც, ბუნებრივია, იცოდა ტოროს ტორამანიანმა, რომელიც 1904 წლამდე მონაწილეობდა ქალაქ ანის ნანგრევების გათხრებში.

 

თორამანიანმა უბრალოდ უყოყმანოდ გადახატა ეს რეკონსტრუქცია უმცირეს დეტალებამდე და გამოაცხადა, რომ "ასე გამოიყურებოდა ზვართნოცის ტაძარი", რომელიც მათ, ხაჩიკ დათიანთან ერთად, სავარაუდოდ "აღმოაჩინეს გათხრებისას". მაშინ ყველაფერი „ტექნოლოგიის საკითხი“ იყო. „გათხრებისას“ ვითომ „სასწაულებრივად აღმოჩენილი“ ფილები და სვეტები ბანას საკათედრო ტაძრიდან შედგენილი „გეგმით“ გათვალისწინებული თანმიმდევრობით იყო განთავსებული.

 

ზვატნოცის ტაძარი შევიდა სომხური "ისტორიის სახელმძღვანელოებში", მის გარშემო შეიქმნა მითები და ლეგენდები, რომლებსაც მაშინვე მოუძებნეს "თეორიული დასაბუთება". ხაჩიკ დავთიანის ღვაწლს საბჭოთა სომხეთშიც აღიარებდნენ. სომხეთის სსრ განათლების სახალხო კომისარიატის 1923 წლის 20 მარტის No1138 ბრძანებით შეიქმნა „ზვარტნოცის არქეოლოგიური ტერიტორია და მამულის ადმინისტრაცია“, მმართველად დაინიშნა არქიმანდრიტი ხაჩიკ დადიანი.

შემთხვევა ზოგადად უპრეცედენტოა. რუსეთში და საქართველოშიც კი კომუნისტური ხელისუფლება რეპრესიებით ავიწროვებდა და სჯიდა სასულიერო პირებს, მღვდლებს და ბერებს, მღვდლების ოჯახებს ყოველგვარი უფლება ჩამოერთვათ და აქ კი სომეხი არქიმანდრიტი თანამდებობაზე დანიშნეს! როგორც ჩანს, სსრკ-მაც დააფასა მის მიერ შექმნილი ისტორიული მითის მნიშვნელობა. მოგვიანებით ერევნისა და სომხეთის მთავარ აეროპორტებს ასევე „ზვარტნოცი“ დაერქმევა.

 

ასეა თუ ისე, ოღონდ როგორც „არქეოლოგიური ძეგლი“, „ზვართნოცის“ ტაძრის გათხრები 1924-1944 წლებში მიმდინარეობდა, მოგვიანებით, 1944-1986 წლებში, ეს იყო ძეგლ-მუზეუმი „ზვართნოცი“, 1986-1989 წლებში - ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი "ზვართნოცი", 1990-2003 წწ. - ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „ზვართნოცი“. 2003 წლიდან არის ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალი „ზვართნოცი“. და დღესდღეობით ზვატნოტების თემაზე შექმნილია „კვლევის“ ტომები. იქ მათ აღმოაჩინეს როგორც წარმართული, ისე ადრექრისტიანული, ბუნებრივად „ძველ სომხურ“ სიმბოლოები და იკვლევდნენ, თუ როგორ მოახდინა „ზვატნოცმა“ გავლენა მსოფლიო არქიტექტურაზე და ა.შ.

 

ზვატნოცის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში ამჟამად 5822 არტეფაქტია. საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილია ზვართნოცის სხვადასხვა ავტორის დოკუმენტური მტკიცებულებები, არქიტექტურული დეტალები და ფრაგმენტები, რუსა II-ის ლურსმული წარწერა, VII-X საუკუნეებში აღმართული ზვართნოცის ტიპის ეკლესიების ფოტოები. (მათ შორის, ბანას ქართული საკათედრო ტაძარი), ძეგლთა აზომვები. 2000 წელს ზვართნოცი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მაგრამ სინამდვილეში, არტეფაქტების უმეტესობა, დიდი ალბათობით, ცრუ და ყალბია, ხოლო მეფე რუსას ლურსმული წარწერა, სავარაუდოდ "იგივე სერიიდანაა", როგორც ლურსმული წარწერა "ძველი ერევნის საძირკვლის შესახებ, რომელიც რომზე უფრო ძველია . “.

 

ამავდროულად, ზვატნოცის ნანგრევების ყურადღებით დათვალიერება არასპეციალისტსაც კი აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ ეს არის ახლადშექმნილი სიყალბე. ფილები და ქვები გათხრის ადგილზე გადაათრიეს და „დააძველეს“.

ბუნებრივია, „იპოვეს“  წარწერა ბერძნულად, რომ ეს ტაძარი კათალიკოს ნერსემ ააგო. მათ ჭკუა ეყოთ, რომ ეს არ გაეკეთებინათ „ძველ სომხურად“, რადგან VII საუკუნის პირველ ნახევარში სომხური დამწერლობა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული.

 

მაგრამ, როგორც ჩანს სხვისი საკუთრების მითვისების ვნება აიძულებს სომეხ გამყალბებელს დაივიწყონ ზომიერება. მათ ბანას ქართული ტაძარი „სომხურად“ გამოაცხადეს, რომლის გეგმიდანაც ხუროთმოძღვარმა ტორომანიანმა თავისი ზვავტნოცი „გადაწერა“. მაგრამ სინდისი ხომ უნდა გქონდეს! ქართველები არ ჩარეულან სომეხი ნაციონალისტების ისტორიულ მითებში და საერთოდ არ სურდათ მათი გამოაშკარავება, მაგრამ ასე უცერემონიოდ მოქცევა ხომ დაუშვებელია? თვითონ გადაწერეს, თავად გამოაცხადეს ყალბი „უძველესი ტაძრის მშვენიერი აღმოჩენა“, ახლა კი ქართული ორიგინალი, საიდანაც მათი ყალბი გეგმა იყო გადაწერილი, გამოცხადებულია „სომხურად“.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები