პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც მივედი თბილისის საკრებულოში, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, როცა ოპოზიციას ვუთხარი, რომ მზად ვარ მათთან თანამშრომლებისთვის - პასუხად მივიღე შეურაცხყოფა

24.12.21 11:00


როდესაც მივედი თბილისის საკრებულოში, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, როცა ოპოზიციას ვუთხარი, რომ მზად ვარ მათთან თანამშრომლებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„შეიძლება, პოლიტიკურადაც დღეს ერთმანეთთან დაპირისპირება გვქონდეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერს გვერდით ვდებ და მზად ვარ თბილისისთვისა და თბილისის საკეთილდღეოდ ვითანამშრომლო-თქო, პასუხად მივიღე - შეურაცხყოფა, ცილისწამება. რაღაცნაირად მჯეროდა და ვიფიქრე, რომ, 4 წელი გავიდა, ამ ადამიანებმა დაინახეს რა გავაკეთეთ რა შეგვიძლია და რაღაცნაირად წამოვიდოდნენ თანამშრომლობაზე, მაგრამ ყველაფერი იკადრეს - სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა.

 

თუმცა ეს ყველას არ ეხება. ანა დოლიძის პარტიის წარმომადგენელმა დასვა შეკითხვა, კრიტიკული, მაგრამ ვფიქრობ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი - ავტოსადგურების მოწესრიგება. სწორი შენიშვნა ჰქონდა ამ ადამიანს. ვინც კონსტრუქციული იქნება, მზად ვართ ამ ადამიანებთან ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები