პოლიტიკა

ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია, ახლა ჯერი გიორგი მარგველაშვილზეა - თუთბერიძე

24.12.21 11:15


მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას, ადვოკატის განმარტებით, ორივე პრეზიდენტი ერთმანეთთან შესახვედრად მზად არის და ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია, შესაბამისად ახლა ჯერი გიორგი მარგველაშვილზეა:

 

„ორივე პრეზიდენტი მზად არის ერთმანეთთან შესახვედრად, ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია და ახლა ჯერი არის გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც უნდა დაგეგმოს ვიზიტი აქ. მიხეილ სააკაშვილს არ უთხოვია ზურაბიშვილთან შეხვედრა და არც ზურაბიშვილს გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი, ამიტომ ამ საკითხს არ განვიხილავთ”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები