პოლიტიკა
24.12.21 11:45
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა,ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
ვიდეორგოლი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში პოლიციის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების შემუშავებასა და ინიცირებას, ასევე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და რეგულირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.
წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა.
ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რითიც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება შესაბამის დირექტივებთან.
აღნიშნულის პარალელურად, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საგზაო მოძრაობის რეგულირების მიმართულებით, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24