ანალიტიკა

შესაძლებელია თუ არა საქართველოს მომავლით ვაჭრობა ანუ როგორ შეიძინა სომხურმა ლობმა საქართველოს პარლამენტში ადგილები.

12.10.16 21:30


2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე მთავარი ინტრიგა გაიხლართა არა გამარჯვებულის გარშემო („ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვება ისედაც ცხადი იყო), არამედ იმ საკითხის გარშემო, გადალახავდა თუ არა 5% ბარიერს მესამე პოლიტიკური ძალა, ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“. უფრო მეტიც, ქართული პოლიტიკის დღევანდელობაში ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს „პატრიოტთა ალიანსი“.

ფორმალურად წინასაარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართელოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ შედგება 6 პარტიისაგან: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ტრადიციონალისტები“, „კახა კუკავა-თავიოსუფალი საქართელო“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. ამ პოლიტიკური ძალების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ხანია ჩამოუყალიბდათ ერთგვარი მიდგომა-ეს პოლიტიკური მარგინალები არიან.

საკითხი იდგა ასე: იქცევა თუ არა გარკვეული სპონსორების მიერ უხვად დაფინანსებული „მარგინალთა ნაკრები“ საპარლამენტო პარტიად თუ კიდევ ერთ აუთსაიდერ, სრულიად უუნარო, გავლენის არმქონე პროექტად? მით უმეტეს, რომ საკუთარი პროპაგანდის ამოსავალ წერტილად ბლოკის ლიდერმა, დავით თარხან -მოურავმა აირჩია პრიმიტიული ქსენოფობია, ისლამოფობია და თურქოფობია.

გამომდინარე იმ პროპაგანდული იდეის მატარებელი ვიდეორგოლებიდან, რომლებსაც წინასაარჩევნოდ მუდმივად ატრიალებს „პატრიოტთა ალიანსი“, საქართველოს ცესკო ვალდებული იყო ამ პოლიტიკური ძალისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს კი მისი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრათ რასობრივი, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობისა და ხელშეწყობის ბრალდებით.

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლი შეიცავდა ერთგვარი „ქართველთა გენოციდისა“ და საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის შემოერთების სურვილის შესახებ პროვოკაციულ ბრალდებებს თურქეთის წინააღმდეგ (ეს არის სრულიად ველური ცრუ ასლი „ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდისა“, სადაც არაა მოყვანილი ის ფაქტი, რომ ოსმალეთის იმპერიაში, პირიქით, ადგილი ჰქონდა ქართველი მუსულმანების დევნას სომეხი ბოევიკების მხრიდან). „პატრიოტთა ალიანსის“ ამგვარ პროვოკაციაზე იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა საქართელოს შსს-ს, რომელმაც დაგმო პროვოკაციული ვიდეორგოლი და განაცხადა, რომ „თურქეთი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე იგი მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
მიუხედავად ამისა, ის გესლიანი ტესტი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსმა“ ანტითურქული პროპაგანდით დანერგა, საოცარი სისწრაფით გაღვივდა და საფრთხეს უქმნის საქართველოში სტაბილურობას. 2016 წლის 27 სექტემბერს, თბილისის ცენტრში ახალგაზრდა ნეოფაშისტების ჯგუფმა დაარბია თურქული კაფეები და თან ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მოწოდებებს, რომლებიც შინაარსით საოცრად გავდა დავით თარხან-მოურავისა და პატრიოტთა ალიანსის„.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა საღად მოაზროვნე ქართველისათის ცხადი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პროვოკატორებისა და ექსტრემისტების პარტიაა და მათი ადგილი განსასჯელთა სკამზეა და არა პარლამენტში. არჩევნების რეალურმა შედეგმა ეს ნათლად აჩვენა.

8 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე მოწოდებული წინასწარი მონაცემები არ იწვევდა რაიმე უჩვეულო მოლოდინს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილს იკავებდა ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ენმ. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მონაცემები სტაბილურად მერყეობდა ამომრჩეველთა ხმების 4,75-4,88% ფარგლებში.

ამგვარად, პირველადი მონაცემების (ბიულეტენების ნახევარის) საფუძველზე, „პატრიოტთა ალიანსმა“ დააგროვა ხმების 4,80%, 59,56% ხმებიდან – 4,86% . სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ამ პარტიის რეალური საბოლოო შედეგიც არჩევნებში. დავით თარხან-მოურავის პოლიტიკური პარტია პარლამენტს მიღმა რჩებოდა.
უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ძალისხმევა მოახმარა სომხურმა ლობმა საქართველოს პარლამენტში ამ ტურქოფობებისა და პროვოკატორების „შესაგდებად“. ამიტომ, ამომრჩეველთა ხმების 60% დათვლის შემდეგ, „თვლის ტემპი“ მოულოდნელად მკვეთრად დაეცა. კარგად ინფორმირებული წყაროების ინფორმაციის თანახმად, „მთვლელებსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მფარველებსა და სპონსორებს შორის ვაჭრობა გაიმართა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ „პატიოტთა ალიანსის“ წინ წამოსაწევად არა მხოლოდ მილიონობით დოლარი დაიხარჯა, არამედ გაწეულ იქნა უზარმაზარი პოლიტიკური ძალისხმევა მათი ექსტრემისტული პროპაგანდის „სრულად გასაკეთილშობილებლად“. თუმცა, მიუხედავად ამგვარი მაღალხარჯიანი კამპანიისა, ყველა ძალისხმევა ამაო შეიძლებოდა ყოფილიყო. ის, რომ დავით თარხან-მოურავის პარტია ვერ „ქაჩავდა“ 5% ბარიერამდე, მოულოდნელობად იქცა „პატრიოტთა ალიანსის“ „სპონსორებისათვის“. აღშფოთებას ვერ მალავდა თავად დავით თარხან-მოურავიც:

”ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები. 7 000-მა კაცმა, ჩვენი პარტიის აქტივმა, სპეციალური ინსტრუქტაჟი გაიარა. გვაინტერესებდა ვინმე ეგზიტპოლთან დაკავშირებით მას რამეს თუ შეეკითხებოდა. მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტპოლები არის სიყალბე, სულ ვამბობდი. ცუდი ის კი არ არის, რომ ”რუსთავი 2” ამას აკეთებს, შეჩვეულები ვართ, რომ ”რუსთავი 2” ამას მუდმივად აკეთებს, ხელისუფლება რომ აკეთებს ამას, ეს არის ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გონიერება საერთოდ არ აქვს და ახლა რაღაცა ტესტია ჩვენ რას გავაკეთებთ. შევეგუებით, არ შევეგუებით, მე ვეუბნები ხელისუფლებას ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქროთ. თუ ეს შედეგები გაბედავთ, რომ დარჩეს, პირობას გაძლევთ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს. აქციებიც იქნება, საკნებიც იქნება და კიდევ ბევრი რამ იქნება. ვეუბნები ამ ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს. ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, სრულიად მიუღებელი ტყუილი და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას. სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ გვქონდეს 5%. 20%-ის მარტო ხელშეკრულებები წარმოვადგინეთ სამი დღის წინ. 20%-ის ხელმოწერილი დოკუმენტები დავდეთ. როგორ შეიძლება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რომელმაც 14 000 ადამიანი ძლივს გამოიყვანა მთელი საქართველოდან 50 ლარს რომ უხდიდა იმას ჰქონდეს 32% თუ რაღაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვები”,-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ განცხადებით თარხან-მოურავმა ფაქტობრივად აღიარა წინასაარჩევნო აგიტაციისას უკანონო მეთოდების გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა. მისი განცხადების უნდა გახდეს სამართალდამცავების კვლევის საგანი. სამწუხაროდ, „ხმის მთვლელები“ მოიხიბლნენ „პატრიოტთა ალიანსის“ „სპონსორთა“ წინადადებებით და სრულიად დაივიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესახებ და შეუდგნენ „მარკების აწევას“.

საკმაოდ ნათლად შეგვიძლია მივადევნოთ თვალ-ყური ამ „ვაჭრობის“ დინამიკას საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეთა ამაზრზენი და მდაბიო ნებელობის გამოხატვის ფონზე.

ბიულეტენთა 82, 5% დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ სრულიად მოულოდნელად „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა 5% ბარიერი. სავარაუდოდ, დათვლისას ადგილი ჰქონდა ბიულეტენების უკანონო „ჩაყრას“, ანუ „პატრიოტთა ალიანსის“ ხმების რაოდენობა, მარტივად რომ ვთქვათ, „გაბერეს“ და ამით სრულიად უგულებელჰყვეს ამომრჩევლის ნება.
ამასთანავე, გამყალბებლებმა მალევე „მოწვეს“, ის, ვინც „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში გასვლაზე ჩამოდიოდა, უკან არაფერზე დაიხევდა და ამიტომ მოთხოვნილი ფასიც „მთვლელების“ მხრიდან გაიზარდა. გაიმართა ხელახალი ვაჭრობა. შესაბამისად, ხმების დათვლის პროცესიც გაჭიანურდა.

«ვინმეს სჯერა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“-ს ბედი დამოკიდებულია ხმების რაოდენობაზე დარჩენილ უბნებზე? ეხლა მათ მხოლოდ 4,99% - მთელი დღის განმავლობაში ხან 5,1, ხან 5,0, ხან 4,9%.... ცესკო აჭიანურებს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას და ბევრი ეჭვობს, რომ შუშის სასახლის კედლებში წყდება „არასწორი პარტიის“ ბედი» - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა ერთ-ერთმა პოლიტოლოგმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ხმებით ვაჭრობისათვის გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა უკვე დათვლილი იყო ხმების 99,9%, ცესკოს საიტზე არსებული ინფორმმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსს“ ამომრჩეველთა 5,00% მისცა ხმა, თუმცა ცესკო მოგვიწოდებდა „არ დაგვეჯერებინა თვალებისათვის“ და რომ სისტემამ უბრალოდ „დაამრგვალა მონაცემები“ და სინამდვილეში „პატრიოტთა ალიანსმა“ საერთო ხმების მხოლოდ 4,998% დააგროვა, და რომ ეს «არ არის საბოლოო მონაცემები». ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრეს-მდივანმა.. მის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, „მონაცემები, შესაძლოა, შეიცვალოს, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ასევე სხვა პარტიებთან მიმართებაშიც“.

„იქ, სადაც საუბარი იყო პროცენტების მეასედებზე და მეათასებზე, სავარაუდოდ პროგრამამ დაამრგვალა. აქ მთავარი არის მიღებული ხმების რაოდენობა. ამ ეტაპზე "პატრიოტთა ალიანსს" 88 132 ხმა აქვს მიღებული“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს საიტზე ”პატრიოტთა ალიანსს” დღის განმავლობაში 88 032 ხმა ეწერა და მითითებული იყო, რომ ეს შეადგენდა 5%-ს. თუმცა, 88 032 ხმა გადათვლებით 5%-ზე ნაკლებია.

ეს გახლავთ აშკარა, გამჭვირვალე მინიშნება ალიანსის სპონსორებისათვის, რაც ნიშნავს– ნუ იქნებით ძუნწი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პროტეჟე დააგროვებს ხმების 4,999% და დარჩება პარლამენტს მიღმა, ასე რომ ყველა თქვენი მცდელობა ამაო იქნებაო!

ბოლოს და ბოლოს, ის უკანასკნელი 0,08% დაითვალეს იმავე დროში, რა დროც მოანდომეს დანარენი 40%-ის დათვლას. ანუ, ვაჭრობა კვლავაც გრძელდებოდა და მხოლოდ 10 ოქტომბერს, როგორც იქნა, საზეიმო ვითარებაში გამოაცხადეს, რომ დათვლილ იქნა ბიულეტენების 100% და საქართველოს პარლამენტში კუთვნილ ადგილებს დაიკავებენ სამი პოლიტიკური პარტია, „პატრიოტთა ალიანსის“ ჩათლით, რომელმაც ზუსტად 5,000% დააგროვა. ანუ „ბალანსი დაჯდა“.

მსოფლიო პრაქტიკაში ამგვარი „დამრგვალების“ პრაქტიკა ჯერ არ არსებობს, ანუ ცხადია, რომ ხანგრძლივი პოლიტიკური ვაჭრობის შემდეგ „დაიდო დამრგვალებული შედეგი“- ეს ხომ ცხადზე ცხადია.

ცხადია, საუბარი, რომ რაიმე პოლიტიკურ „ბიზნეს-პროექტს“ ეხებოდეს, ხმების გამო ამგვარი ვაჭრობა უსათუო ბოროტება იქნებოდა, თუმცა არა საბედისწერო. მაგრამ, 10 ოქტომბერს „ხმების დამხატველებმა“ პარლამენტში ექსტრემისტული პოლიტიკური ძალა შეუშვეს, რომლის საქმიანობაც მიმართულია ქართული საზოგადოების დაშლისაკენ და საქართველოსა და მის წამყვან ეკონომიკურ მოკავშირე და პარტნიორ თურქეთს შორის შუღლის გაღვივებისაკენ.

რაოდენ „გულუხვიც“ არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული პარტიის სპონსორი „ხმების მომპოვებლებთან“ და მათ უკან მდგარ ძალებთან მიმართებაში, ეს ვერ გადაფარავს იმ კოლოსალურ ზიანს, რომელსაც ეს პარტია მოუტანს საქართველოს, თუკი იგი გააგრძელებს არჩეული პოლიტიკური გზით სვლას.

განა შეიძლება სამშობლოს ბედ-იღბლით ვაჭრობა? მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ „პატრიოტთა ალიანსის“ სპონსორთა ეროვნებას? რიტორიკული კითხვა მათ, ვისაც გახარებულია საქართველოს პარლამენტში დეპუტატის მანდატების „სარფიანი გაყიდვით“: ვის ევაჭრებით? ნუთუ ქართველმა ჩინოვნიკებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ვერ გაიგეს, რომ სომეხ ქორვაჭრებთან ვაჭრობა უშედეგოა. სომხური ლობისთვის ვაჭრობაში დამარცხება და მოტყუება მსოფლიოში ჯერ ვერავინ მოახერხა.

„პატრიოტთა ალიანსისათვის“ საქართველოს პარლამენტში ადგილების შესყიდვით, ამ პარტიის სპონსორები მალევე მიიღებენ ორმაგ უკუგებას ქართველი ხალხისა და საქართელოს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.


KavkazPlus

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები