პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

24.12.21 13:40


თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლილე ლიპარტელიანი და მამუკა გუგეშაშვილი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ფასების გაზრდაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი მმართველი გუნდის წევრებმა მათ "ნაციონალური მოძრაობის" დრო შეახსენეს.

„მთელი ახალგაზრდული შტაბი გყავთ გაფორმებული და "ბლატობთ" აქ. შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება, ეს ჩემი ნარატივი კი არ არის, ამას სამართლიანობა ითხოვს. იგივე მუხლით ჩაჯდებით ციხეში, რა მუხლითაც გიგი უგულავას ედავებოდნენ. ეს მუქარა კი არა, ფაქტებია. გიგი უგულავა იქ გყავთ და დაიჭირეთ, თუ დასაჭერია კაცო", - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოში უმრავლესობის წევრებს.

საპასუხოდ, მათ ლილე ლიპარტელიანს და მამუკა გუგეშაშვილს მოუწოდეს, კორექტულად ესაუბრათ და საუბრის თემებს არ გასცდენოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა.

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები