პოლიტიკა

ჩვენ ვხედავთ ძალიან დამძიმებულ სურათს ქვეყანაში - გიგი უგულავა

24.12.21 17:20


"ჩვენ ვხედავთ ძალიან დამძიმებულ სურათს ქვეყანაში", აცხადებს ოპოზიციონერი გიგი უგულავა. მისი განმარტებით, ვხედავთ, რომ ყველაფერი ძვირდება - ტრანსპორტი, დასუფთავება, ელექტროენერგია.


"ვხედავთ ურთულეს საერთაშორისო გამოწვევებს და ვერ ვხედავთ საქართველოს იმ მაგიდაზე, სადაც საქართველოს ბედი წყდება. ამ მძიმე სურათში ვხედავთ დაპატიმრებულ, მოშიმშილე და ნაწამებ მესამე პრეზიდენტს. ამიტომ, ჩვენი აზრით, სამი კომპონენტისგან შედგება ის ბრძოლა, რაშიც ჩართული ვართ: საპროტესტო მუხტის კონსოლიდაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება დიალოგის პროცესი მიაფუჩეჩოს; დიალოგის პროცესი, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება, რათა "ქართულმა ოცნებამ" სერიოზულად აღიქვას დიალოგის პროცესი და პრობლემები, რაც ქვეყანაში გვაქვს",- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/          

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები