ანალიტიკა

სეპარატიზმი და დემოგრაფია: ფაშინიანმა ფაქტობრივად გაამხილა აფხაზეთიდან ქართველების განდევნის მიზეზი

27.12.21 10:00


მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში ყველა სეპარატისტული პროექტი ურთიერთდაკავშირებულია და ყველა მათგანს თავდაპირველად  კოორდინაციას უწევდა და ხელმძღვანელობდა სომხური ლობი. გარდა ამისა, მათ აქვთ ერთი მთავარი მახასიათებელი: დემოგრაფიულად, სეპარატისტები წინასწარ განწირულნი იყვნენ და სწორედ „ისტორიის კანონების გადათამაშების“ მცდელობამ ახსნა მათი ველური, არაადამიანური სისასტიკე და მიზანმიმართულად ორგანიზებული მოსახლეობის გენოციდი, „არასწორი“ ეროვნების სეპარატისტების – ქართველების აფხაზეთში და აზერბაიჯანელების კი ყარაბაღში.

 

ბოლოს და ბოლოს, საკმარისი იყო სსრკ-ს დროინდელი სტატისტიკური მონაცემების ნახვა: დემოგრაფიულად, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის სამი ყველაზე „პრობლემური“ ჯგუფი იყო ოსები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, აფხაზები აფხაზეთში და სომხები მთიანეთში -ყარაბაღის ავტონომიური ოლქი. სამაჩაბლოს აფხაზებსა და ოსებში შობადობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ქართველებში ხოლო ყარაბაღის სომხებში გაცილებით დაბალი ვიდრე აზერბაიჯანელებში.

 

ამან, თავის მხრივ ხელი შეუწყო ნაციონალიზმს და სეპარატიზმს, გამოიყენეს პროვოკატორებმა, ამბობდენ, რომ „თუკი ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის ისინი „ჩვენზე მეტად გამრავლდებიან“. თუმცა, არსებითდ სეპარატისტებს პირადი მაგალითის ჩვენება და თავისთავად „გამრავლებაში“ ხელს არავინ უშლიდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სეპარატისტული მოძრაობის ლიდერების უმეტესობას ჰყავდა მწირი ან უშვილო ოჯახები.

 

თუმცა, საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ისეთ ცნებას, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა, იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება დემოგრაფიულად უფრო აყვავებულ ეთნიკურ ჯგუფს. შეუძლებელია ადამიანის სამშობლოდან გაძევება მხოლოდ იმიტომ, რომ მის თანატომელებს უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე სეპარატისტებს, რომლებიც „მიაცუმებით“ არიან დაკავებულნი. ამიტომ სეპარატისტები არა მხოლოდ ცრუობდნენ, თხაზვდნენ რა ისტორიულ მითებს, რომელთა თანახმად  ქართველების და აზერბაიჯანელების ძირძველი ხალხი თითქოს  „ჩამოსულები“ ​​იყვნენ თავიანთ ძირძველ მიწებზე, არამედ ახორციელებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნოწმენდას ველური სიმკაცრით გაჩაღებული ომების დროს. ეს იმისათვის, რომ ჯერ ერთი, ბევრი ადამიანის მოკვლით, ეთნო-დემოგრაფიული ვითარება რადიკალურად შეცვლილიყო და მეორეც, ხალხი ისე დაეშინებინათ, რომ მათ სახლში დაბრუნების შიში ჰქონოდათ.

ამით აიხსნება სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, როგორც სომეხი ბოევიკების ხოჯალში, ისე იგივე სომეხი ბოევიკებისა და აფხაზი სეპარატისტების მიმართ სოხუმში.

 

ის, რომ სეპარატისტები და სომეხი ნაციონალისტები ყოველთვის მთავარ დემოგრაფიულ ფაქტორს განიხილავდნენ და ამიტომ ახორციელებდნენ ეთნიკურ წმენდას, ფაქტობრივად აღიარა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ფაქტობრივად გამოავლინა ყარაბაღის კლანის სეპარატისტთა მიზნებიც, ისევე როგორც ისინი ვინც აფინანსებდა და ხელმძღვანელობდა სეპარატიზმს აფხაზეთში.

ეს ირკვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების ტექსტიდან მთიანი ყარაბაღის ყბადაღებული „სტატუსის“ შესახებ მოლაპარაკებების შესახებ, რომლის წარმართვას სომხეთის ყოფილი ხელისუფლება აპირებდა:

 

„…მე უარვყავი სერჟ სარგსიანის განცხადება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომ მოლაპარაკებების არსი  იმის გარანტიას იძლეოდა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხური რჩებოდა. უარვყავი, რადგან მოლაპარაკების შინაარსში დაფიქსირდა მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღების უფლება მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა. ამიტომ, თუ მოლაპარაკებების შინაარსის მიხედვით ისინი მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები არიან, მაშინ მათ მთიან ყარაბაღში უნდა ეცხოვრათ და სომხურ მხარეს 2018 წლის რევოლუციამდე მოლაპარაკებების ასეთი შინაარსი არასოდეს გაუპროტესტებიათ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ რეფერენდუმი მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსზე, ჩემს პრემიერ მინისტრობამდე გამართული მოლაპარაკებების შინაარსის მიხედვით, 100 წლის შემდეგ  შეიძლებოდა შემდგარიყო, პროგნოზირებადია, რა ცვლილებები მოჰყვებოდა დემოგრაფიულ სურათს „არცახში“ მოცემულ პირობებში ...”

 

გამოდის, რომ ყველაფერი გასაგებია, საიდან მოდის არა მხოლოდ ხოჯალში აზერბაიჯანელების ხოცვა-ჟლეტის სისასტიკე, არამედ -  მსგავსი სისასტიკეები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ. ისიც გასაგებია, საიდან მოდის რუსეთში სომხური ლობის ასეთი ველური ქართველოფობია და რატომ აძლევს ხმას იგივე სომხეთი  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართველი ლტოლვილების და აფხაზეთის დაბრუნების წინააღმდეგ მუდმივად.

 

ლოგიკურია ვივარაუდოთ, საიდან გაჩნდა რუსეთში სომხური ლობის ინიციატივით შემოღებული სრულიად უაზრო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის? სომხურ ლობს არანაირად არ სურდა და არ სურს ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნება. რათა არ შეიქმნას აზერბაიჯანელი ლტოლვილების ყარაბაღში დაბრუნების პრეცედენტი. გარდა ამისა, სომეხი ნაციონალისტებისთვის დამახასიათებელი უცხო მიწებისადმი „სიხარბის“ გამო, აფხაზეთს უკვე „თავისად“ მიიჩნევენ, ე.ი. "სომხურია" და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დემოგრაფიულად აქ სომხები დომინირებდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული ომების დაწყებამდე ქართველები შეადგენდნენ აფხაზეთის მოსახლეობის 45%-ზე მეტს, ხოლო აზერბაიჯანელები - მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 30%-ზე მეტს. მაგრამ! არსებობს კანონზომიერება - დევნილთა შობადობისა და ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელი თითქმის ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მათი მდევნელებისა.

 

გასაგებია, რომ ყარაბაღიდან და აფხაზეთიდან დევნილთა შობადობა და რაოდენობრივი  ზრდა ოდნავ დაბალი იყოს, პირიქით - გაცილებით მაღალია, ვიდრე სეპარატისტებისა. რეალურად, ყარაბაღის მეორე ომამდე, თავდაპირველი დაახლოებით 120 ათასი ყარაბაღელი სომეხიდან 50 ათასზე მეტი არც დარჩენილა.

საუკეთესო შემთხვევაში - 25 ათასი (ზოგიერთი გადავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში). ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქიდან აზერბაიჯანელ ლტოლვილთა რაოდენობა დიდი ხანია ჭარბობს. ყარაბაღიდან დევნილთა ოჯახები ყველაზე მრავალშვილიანია აზერბაიჯანში.

 

ასე რომ, 100 წლიანი ლოდინი სულაც არ არის საჭირო, ნებისმიერი რეფერენდუმი ყოფილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, თუ აზერბაიჯანელები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან, აჩვენებს, რომ ყარაბაღის ძირძველი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას აზერბაიჯანად მიიჩნევს!

 

ანალოგიურია ქართველების დემოგრაფიული ტენდენციები აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ. საკმარისია ეწვიოთ ნებისმიერ დევნილთა დასახლებას და ყველგან თვალშისაცემია ბავშვის ტანსაცმლის, საფენების და სხვა საბავშვო გასაშრობი ტანსაცმლის  ოდენობა. და ამ დროს მათი მდევნელი სეპარატისტ-მძარცველთა ოჯახები ხშირად უბრალოდ იღუპებიან „ნაალაფევ“ სახლებში.

 

გაოცებას იწვევს სომეხი ნაციონალისტების სიცრუე და ცინიზმი. ყოველ ნაბიჯზე ქართველ ხალხთან „მეგობრობასა და ძმობაზე“ გაჰყვირიან, როცა ეს მათთვის მომგებიანია,  თავად კი  მიზანმიმართულად მოაწყვეს აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა, შეგნებულად არ უშვებენ ქართველ დევნილებს სახლებში და ატარებენ „სავიზო ბარიერების“ პოლიტიკას, რათა ქართველები ვერაფრით ვერ მოხვდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში  ამ ტერიტორიის მიმტაცებელი  რუსეთის გზითაც კი.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები