პოლიტიკა

ოხანაშვილი და ჩიქოვანი "ოცნების" პოლიტსაბჭოში დაამატეს

27.12.21 10:20


"ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს შემადგენლობას 2 წევრი დაამატა - საბჭოს შემადგენლობას ემატება ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

 

"ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაში" დიდი გადაადგილებებია. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კახა კუჭავამ. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები