პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია გრძელდება

27.12.21 11:00


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია გრძელდება. 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ეზოში 12 კარავია გაშლილი.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-მდე ადამიანი შიმშილობს. 

 

მოშიმშილეებიდან რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

 

„ყოველი შემდგომი დღე კიდევ უფრო რთული იქნება აქციის მონაწილეებისთვის, ჯანმრთელობის მაქსიმალური კონტროლი მიმდინარეობს, დღეში რამდენიმეჯერ ხდება მათი მონიტორინგი. ბოლოს კიდევ ერთი აქციის მონაწილე გადავიყვანეთ საავადმყოფოში, რადგან შეუძლოდ გახდა და მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა მოშიმშილეების უმრავლესობა სტაბილურად არის“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.  

 

შეგახსენებთ, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები